ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე პერიოდის კოსმოსურ მოვლენებზე წერს:
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, გარდა იმისა, რომ მზე უერთდება პლუტონს, მთვარე სატურნი და ნეპტუნი „სამაიას“ ცეკვავენ, მარსიც რევოლუციონერ მერწყულის ნიშანში შევიდა.
მგრძნობიარე ადამიანებმა, თქვენ ტყავზე მარტივად შეიძლება იგრძნოთ სამყაროს ეს განსხვავებული ვიბრაციები...
წინა სტატიის გათვალისწინებით და კიდევ სხვა მოტივებითაც, მომინდა გაგიზიაროთ დაახლოებით 12 წლის წინ ჩემს მიერ ნათარგმნი და დამუშავებული მასალა, რომელიც მართლაც უნიკალურია!
ამ მეთოდიკის გამოყენებით თქვენს პოტენციალში, თავისებურებებში უკეთესად გაერკვევით, ასევე შესაძლებელია პარტნიორობის (პირადი თუ ბიზნესის) პერსპექტივის გამოსათვლელადაც.
შენი ინდივიდუალური არკანი
თითოეულ ჩვენგანს შეესაბამება ტაროს სისტემის რომელიმე არკანი, რომელიც განსაზღვრავს სახასიათო შტრიხებს და ცხოვრების გზას. ინდივიდუალური არკანის გამოთვლა შეგვიძლია როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ახლობლებისთვის, ეს დაგვეხმარება ერთმანეთის უკეთ შეცნობაში, გაგებაში, უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
არსებობს ინდივიდუალური არკანის გამოთვლის რამდენიმე ვარიანტი, აი ერთ-ერთი:
ჩვენი არკანის გამოსათვლელად საჭიროა 6 რიცხვი, სწორედ მე 6 რიცხვია მთავარი, ის იქნება ადამიანის თანდაყოლილი თვისებების განმსაზღვრელი.
განვიხილოთ მაგალითი: ადამიანი დაიბადა1992 წლის 21 ოქტომბერს.
1 - პირველი რიცხვი არის დაბადების რიცხვი, ამიტომ ის რჩება უცვლელი, თუ პირველი რიცხვი იქნებოდა 22-ზე მეტი , მაგ: 29 მაშინ საჭირო იქნებოდა ამ რიცხვის დაჯამებით 22-მდე დაყვანა (29 = 2+9 =11). მოკლედ ჩვენს შემთხვევაში პირველი რიცხვი არის - 21.
2 - მეორე რიცხვი არის დაბადების თვის რიცხვი. ის პირდაპირ გადაგვაქვს, ჩვენს შემთხვევაში მეორე რიცხვი არის - 10.
3 - მესამე რიცხვი გამოგვყავს დაბადების წლის მაჩვენებლის დაჯამებით. ის არ უნდა იყოს 22-ზე მეტი. ჩვენი მესამე რიცხვია ( 1 + 9 + 9 + 2 = ) 21
4 - მეოთხე რიცხვი გამოგვყავს პირველი და მეორე რიცხვების დაჯამებით. ჩვენს შემთხვევაში ის არის (21 + 10 = ) 31 , რომელიც ასევე უნდა დავიყვანოთ 22-მდე (3+1) და მეოთხე რიცხვი არის - 4
5 - მეხუთე რიცხვად გადმოგვაქვს მესამე რიცხვი, თუ ის არაა 10 ზე მეტი (თუ 10ზე მეტია ვაჯამებთ ჩვეული წესით). ჩენს შემთხვევაში 21 ჯამდება (2+1) , მაშასადამე მეხუთე რიცხვი არის - 3.
6 - ინდივიდუალური არკანის ძირითადი რიცხვი უდრის მეოთე და მეხუთე რიცხვების ჯამს.
(დაჯამება ხდება 22-მდე) ჩვენს შემთხვევაში მთავარი რიცხვია (4+3) 7.
პ.ს. - ინდივიდუალურ არკანის გამოთვლის შემდეგ ვნახულობთ ტაროს შესაბამისი არკანის დახასიათებას, ტაროს სისტემაში მაღალ არკანებს აქვთ შესაბამისი ნუმერაცია და ის თავისი შინაარსით ქმნის განსაზღვრულ ხასიათს.
ძირითადი მნიშვნელობა უდავოდ მთავარ რიცხვს ენიჭება, სწორედ ის განსაზღვრავს მისიას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, თუ ამ 6 რიცხვიდან რომელიმე რიცხვი 2-ჯერ ან მეტჯერ მეორდება ე.ი. მას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, იმიტომ, რომ ადამიანში საკმაოდ ძლიერ იქნება გამოხატული ამ რიცხვის შესაბამისი არკანის გარკვეული თვისებები.
ჩვენს შემთხვევაში ასეთი არკანია 21 - ე“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვინ არის ნათია ლაბაძე, რომელიც ისტორიაში პირველი ქალი კაპიტანი გახდა?
⭕„გამოყავი დრო მარტოობისა და სიჩუმისთვის...“ - 23 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან