ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 23 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„პროგნოზი 2026 წლის 23 იანვრისთვის.
დღის საერთო ენერგია.
ეს არის შინაგანი ფოკუსის, დაკვირვებისა და პაუზის დღე.
აქტივობა შიგნით ინაცვლებს — დღეს მნიშვნელოვანია არა მეტი გააკეთო, არამედ ზუსტად გაიაზრო, რატომ აკეთებ ამას.
დღე გააზრებისა და მიმართულების გადახედვისთვის არის.
რას გირჩევს დღე:
- შენელდი და დააკვირდი პროცესებს
- გააანალიზე წარსული ნაბიჯები თვითკრიტიკის გარეშე
- გამოყავი დრო მარტოობისა და სიჩუმისთვის
- მოუსმინე შინაგან სიგნალებს და არა გარე ხმაურს
რას არ გირჩევს დღე:
- გადაწყვეტილებების მიღებას დაღლილობის ფონზე
- საკუთარი თავისგან სწრაფი შედეგების მოთხოვნას
- ქაოსში და სხვის მოლოდინებში ჩათრევას
- მარტო ყოფნის საჭიროების იგნორირებას
დღის ფოკუსი:
რას ვხვდები დღეს საკუთარ თავზე უკეთ, ვიდრე ადრე?
სად არის საჭირო შეჩერება, რომ გზიდან არ გადავუხვიო?
ქალებისთვის:
- ეს დღე სიბრძნისა და შინაგანი ავტონომიის შესახებ არის.
- უფლება გაქვს იარო შენი ტემპით
- თუნდაც ის არ ემთხვეოდეს სხვების რიტმს.
დღის სიმბოლო:
- მთაში მიმავალი ბილიკი, რომელიც ნისლში იკარგება.
- ყველაფერს ვერ ხედავ, მაგრამ მიმართულებას გრძნობ.
დღის ფერები:
ლურჯი, იისფერი.
პრაქტიკა — „სიჩუმე“
იპოვე 10 წუთი ტელეფონისა და საუბრების გარეშე.
უბრალოდ იყავი სიჩუმეში და ჰკითხე საკუთარ თავს:
„რა არის ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარი?“
პასუხს ნუ ეძებ - მიეცი მას მოსვლის უფლება.
დღის განწყობა:
- მე ვენდობი ჩემს შინაგან ცოდნას.
- მე ვმოძრაობ ჩემი რიტმით.
- სიჩუმე მაძლევს სიცხადეს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედას“ - არუნ ხათრი ემოციურ პოსტს აქვეყნებს