ეზოტერიკოსი, რომელსაც „მარის გრიმუარის“ სახელით იცნობენ, სოციალურ ქსელში მარტივ ხალხურ რიტუალს გვიზიარებს, რაც საცხოვრებელში ჰარმონიის და სიმშვიდის მოსაზიდად დაგეხმარებათ.
მისი თქმით, გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და ის შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებს.
რიტუალის ჩასატარებლად დაგჭირდებათ 1 შეკვრა ოხრახუში, ცხელი წყალი და ქვაბი:
„გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. როგორც გარემოში არსებული ადამიანები, ასევე ნივთები. ისინი განსაზღვრავენ თქვენს შინაგან მდგომარეობას და თქვენს პიროვნებას. თავის მხრივ კი გარემო მეტყველებს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე და გარკვეულ ურთიერთმიმართებას გამოხატავს თქვენი შინაგანი მდგომარეობის ასარეკლად.
იზრუნეთ თქვენს გარემოზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული ბედნიერებისა და სისავსისთვის. მოაწყვეთ ის თქვენთვის სასიამოვნოდ. შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებთანაც თავს ბედნიერად გრძნობთ. განერიდეთ მათ, ვინც თქვენში ამ ბედნიერებას ახშობს და მუდამ გახსოვდეთ, რომ ადამიანის ნება თავისუფალი, ხოლო სურვილი განუსაზღვრელია.
მარტივი ხალხური რიტუალი, რომელიც სახლში ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოიზიდავს:
აიღეთ 1 შეკვრა ოხრახუში და მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ქვაბში ზუსტად 9 წუთის განმავლობაში (მდუღარე არა, 50 გრადუსამდე). 9 წუთის გასვლის შემდგომ ამოიღეთ ოხრახუში, გააგრილეთ წყალი, გადაიტანეთ სპრეის ბოთლში ან ხელით მოაპკურეთ სახლში. საათის ისრის მიმართულებით დაუყევით ოთახებს, კუთხეებს, სარკეებს. პროცესში არ გაგეფანტოთ გონება და აუცილებლად იფიქრეთ მიზანზე.
ასე მარტივად შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი სივრცის ენერგეტიკა.
შეგიძლიათ გაიმეოროთ ხშირად“, - წერს მარის გრიმუარი.

ასევე დაგაინტერესებთ: