Digest Logo

„მაშინ იჭრიდნენ, როდესაც ადამიანი შეგნებულად ასრულებდა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს“ - რას ამბობს თმა შენს შინაგან მდგომარეობაზე

1784051116
გრძელი თმა

🌸თმა ქალური ძალის სიმბოლოა, სადაც ჯადოსნობა მკვიდრობს.

🌕მრავალ კულტურაში ისინი საუკუნეების განმავლობაში ქალის შინაგანი მდგომარეობის, სასიცოცხლო ენერგიისა და საკუთარ თავთან კავშირის ანარეკლად ითვლებოდა.

ხშირად თმა სხეულზე ადრე იწყებს საუბარს, სწორედ ამიტომ მტკივნეული ცხოვრების პერიოდის შემდეგ ბევრი ქალი ინტუიციურად იცვლის ვარცხნილობას. თითქოს თმასთან ერთად ისინი ძველი ისტორიის ნაწილსაც ტოვებენ და ახალ ცხოვრებას იწყებენ.

ბევრ ტრადიციაში ჯადოქრები თავს არიდებდნენ თმის შეჭრას, თუ ეს აუცილებელი არ იყო. ითვლებოდა, რომ თმის შეჭრას დაგროვილი ენერგიის ნაწილის მოშორება შეეძლო, ამიტომ თმას მხოლოდ მაშინ იჭრიდნენ, როდესაც ადამიანი შეგნებულად ასრულებდა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს და წარსულს ემშვიდობებოდა.

თმა არის სქელი, ძლიერი, გრძელი და კარგად იზრდება:

👇 ძლიერი სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლო და ოჯახთან კარგი კავშირი. ასეთი ადამიანი უფრო ადვილად გრძნობს წინაპრების მხარდაჭერას, აქვს ძლიერი ინტუიცია და სწრაფად აღიდგენს შინაგან ძალას.

თუ თმა ცვივა:

👇 შესაძლოა ცხოვრებაში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი ისტორია იყოს, ემოციების მიღების სურვილი.

თუ ძირები სწრაფად ცხიმიანი ხდება, მაგრამ ბოლოები მშრალია:

👇 ენერგიის უმეტეს ნაწილს სხვა ადამიანების პრობლემებზე, ემოციებსა და მოლოდინებზე ხარჯავ. საკუთარი სურვილებისთვის ენერგია აღარ გრჩება.

თმა ერთ სიგრძეზე იმტვრევა:

👇 შენს ცხოვრებაში განმეორებადი მოვლენებია. ერთ ნაბიჯს დგამ წინ და ორი ნაბიჯით უკან ბრუნდები.

თმა გრძელია, მაგრამ ბოლოები მშრალი და უსიცოცხლო:

👇 შენს ენერგიას სხვა ადამიანებს აძლევ და გავიწყდება საკუთარი თავის შევსება.

თმა ნელა იზრდება:

👇 საკუთარ თავს წინსვლის უფლებას არ აძლევ. დიდი ხანია რაც ძველი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ მაინც მას ეჭიდები.

თმები არის ჩვენი დაგროვილი ძალაუფლების და კავშირების წყარო, რომელსაც ზრუნვა და ყურადღება სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი გილიგაშვილი იუბილარია - მსახიობი 38 წლის გახდა

„თუ ადამიანი თვეების განმავლობაში მძიმე დეპრესიაში იყო და უცებ გახდა საოცრად მშვიდი, მოღიმარი და კეთილგანწყობილი, ფრთხილად იყავით“ - რას წერს ფსიქოლოგი

18 რამ, რაც თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ დიდი ფუფუნებაა