ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც „შავი მთვარის“ გავლენაზე წერს:
„შავი მთვარის ინგრესია: „კერპების მსხვრევის ეპოქა“ დაიწყო!
მეგობრებო, ახალმთვარეობასთან ერთად, ცაზე გაცილებით მასშტაბური და კარმული მოვლენა ხდება. შავი მთვარე (ლილიტი) შედის მშვილდოსანში და იქ 2026 წლის სექტემბრამდე რჩება.
ეს არის დრო, როცა:
- დაინგრევა ყალბი ავტორიტეტები.
- გამოაშკარავდება დიდი ტყუილები პოლიტიკასა და რელიგიაში.
- ბევრი ადამიანი აღმოჩნდება იდეოლოგიური მანიპულაციის მსხვერპლი.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ: მშვილდოსნები, ტყუპები, ქალწულები და თევზები“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ასაკიდან უნდა მივიდეს ბავშვი ტაძარში? - სასულიერო პირის განმარტება