წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში ნამდვილ სიყვარულზე წერს.
მისი თქმით, ნამდვილი სიყვარული არ იწყება აყვავებულ სიტყვებით, ვნებით ან შემთხვევითი მომენტით. ის იწყება სიჩუმეში, იმ უხილავ წამში, როცა ორი სული ერთმანეთს ცნობით აღიარებს: „შენ მე მახსოვხარ“:
„ნამდვილი სიყვარული არის მაშინ, როცა სულები ერთმანეთს ცნობენ.
ნამდვილი სიყვარული არ იწყება აყვავებულ სიტყვებით, ვნებით ან შემთხვევითი მომენტით. ის იწყება სიჩუმეში, იმ უხილავ წამში, როცა ორი სული ერთმანეთს ცნობით აღიარებს: „შენ მე მახსოვხარ“.
ნამდვილი სიყვარული არ არის მხოლოდ გრძნობა, ეს არის მდგომარეობა. ის არ გიხდის დამოკიდებულს, არამედ გაძლევს თავისუფლებას. ის არ ითხოვს მტკიცებას, რადგან თავად არსებობა უკვე არის მტკიცებულება.
როცა ნამდვილი სიყვარული გხვდება, შენ აღარ ეძებ სრულყოფილებას, ხედავ სისუსტეებს და მაინც ირჩევ. აღარ გჭირდება თამაშები, კონკურენცია, არც დაუსრულებელი კითხვა: „მართლა ეს არის?“ უბრალოდ გრძნობ, რომ ხარ სახლში, მის გულში, მის თვალებში, მის სიჩუმეში.
ნამდვილი სიყვარული ზრდის ორივეს. ის შთააგონებს, აძლიერებს, მოგცემს სიმშვიდეს მაშინ, როცა სამყარო ქაოსურია. ის გიხმობს უხმოდ და გესმის პასუხი, სიტყვების გარეშე.
ნამდვილი სიყვარული ეს არის შეხვედრა ორ სულს შორის, რომლებმაც გაიარეს დრო, ტკივილი და გზები, მხოლოდ იმისთვის, რომ საბოლოოდ ერთმანეთს ისევ იპოვონ“, - წერს ზაზა ჯაიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - „მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ“
⭕„ეს ცხრილი უნდა ნახოს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე“ - რას წერს ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა