Digest Logo

„შესანიშნავი დღეა ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, დიდი შენაძენებისთვის და ქორწინებისთვის“ - თაკო მელიქიშვილი 4 ნოემბრის ენერგიებზე

1762239612
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 4 ნოემბრის ენერგიებზე საუბრობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„4 ნოემბერი - წარმატების, სიყვარულისა და კომფორტის დღე.

დღეს დომინირებს ციფრი 6-ის ენერგია და პლანეტა ვენერა - სიყვარული, სილამაზე და სიხარული.

დღეს განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს სიყვარულისა და ბედნიერების ენერგია — თუ შენ პოზიტიურ ვიბრაციებზე იქნები.

გიყვარდეს, ქმნიდე, გრძნობდე, იმუშავე და გადაწყვეტილებები მიიღო მხოლოდ სიყვარულიდან, სიამოვნებითა და შთაგონებით.

შესანიშნავი დღეა ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, დიდი შენაძენებისთვის და ქორწინებისთვის.

დაიწყე დიდი პროექტები, დაამატე შენს გარემოს მეტი სილამაზე და სიმდიდრე.

კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, შემოქმედებისთვის და თვითმოვლისთვის.

შესაფერისი დროა სპა-პროცედურებისთვის, სილამაზის სალონების, ელეგანტური რესტორნებისა და ლამაზი ადგილების მოსანახულებლად.

უარყოფით ვიბრაციებში შეიძლება გაჩნდეს ზარმაცობის, შურის ან ზედმეტი კომფორტის სურვილი.

ემოციების კონტროლი აუცილებელია — არ აჰყვე შურისძიების ან კამათის სურვილს.

თავი აარიდე გადამეტებულობას — ზომიერება დღეს მთავარი სიტყვაა, სხვაგვარად შესაძლოა გამწვავდეს ქრონიკული პრობლემები.

დღეს სამშაბათია — იღბლიანი დღეა ცნობიერების რიცხვის 9 მქონე ადამიანებისთვის (დაბადებულებისთვის 9, 18 და 27 რიცხვებში).

მათთვის რეკომენდებულია ტანსაცმლის ფერები: წითელი, ვარდისფერი და ყავისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს ცხრილი უნდა ნახოს ყველამ, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე“ - რას წერს ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

„მთავარი მიზანი არის, შექმნას მატერიალისტური, მექანიკური სამყაროს მოდელი, სადაც ადამიანი არის უბრალო ბიოლოგიური შემთხვევითობა“ - რას წერს ვატო მსხილაძე

„ზურგი იყო ყველასთვის, ვისაც შეიყვარებდა...“ - რას წერს ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე