Digest Logo

ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი

1769951139
შტორმი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

„მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ ურთიერთობაში ქედმაღლობას ავლენ, ანგარებას, ყველა იმ მანკიერებას, რომლებიც გვაქვს, შენი სულიერი ცხოვრება ტყუილია“ - თეოდორე გიგნაძე

ნინა სუბლატი 31 წლის გახდა - „გავთავისუფლდი, შემეშინდა, ვისწავლე, მივიღე, გავეცი, ვიფიქრე, გავჩუმდი, ვიყვირე“

რატომ არ აქვს გურამ ლომიძეს ერთ-ერთ შვილთან კონტაქტი - რას ჰყვება მომღერალი რჩეულზე