Digest Logo

„თუ ურთიერთობაში ქედმაღლობას ავლენ, ანგარებას, ყველა იმ მანკიერებას, რომლებიც გვაქვს, შენი სულიერი ცხოვრება ტყუილია“ - თეოდორე გიგნაძე

1769948908
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ჩვენს სოციუმში როგორც ვცხოვრობთ, მანდ ვლინდება ქრისტიანობა — ამიტომ სულ ვამბობთ,
მადლობა ღმერთს, რომ ეზიარებით,
მადლობა ღმერთს, თუ იესოს ლოცვას სწავლობ,
მადლობა ღმერთს, თუ კითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამებს — მაგრამ თუ ეს არ ვლინდება ადამიანთან ურთიერთობაში,
თუ ადამიანთან ურთიერთობაში ქედმაღლობას ავლენ, ანგარებას,
ყველა იმ მანკიერებას, რომლებიც გვაქვს — ე.ი, შენი სულიერი ცხოვრება ტყუილია.
ჩვენ გვიჭირს საკუთარი თავის დანახვა სხვა ადამიანთან ურთიერთობაში, იმდენად არის ადამიანი დაბრმავებული საკუთარი სიმართლით,
იმდენად არაჯანსაღი,
არაქრისტიანული ჩვევებით არის დატვირთული...
მანერები,
ტონალობა ხმის,
გამოხედვა,
იმდენად შერყვნილია ამქვეყნიური დემონური სულით, რომ ადამიანი ვერ არჩევს,
რომ იქ დაიყვირა,
იქ ტონალობა უხეში ჰქონდა,
იქ ზემოდან შეხედა,
იქ განიკითხა...
ვერ ამჩნევს, ისე გადის ამ ყველაფერს,
ვერ არჩევს,
კონტროლი არ აქვს...
ადამიანი ვერ ამჩნევს ამას...
ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე — მღვდელი რომ ვარ და უფალმა დამანახვა ზოგიერთი ადამიანის გზა,
თუ ადამიანი ამას ვერ ამჩნევს, და გარდაცვალებას მიუახლოვდება ასეთ პერიოდში — მისი გარდაცვალების წინა პერიოდი ყოველთვის არის ძალიან მძიმე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნინა სუბლატი 31 წლის გახდა - „გავთავისუფლდი, შემეშინდა, ვისწავლე, მივიღე, გავეცი, ვიფიქრე, გავჩუმდი, ვიყვირე“

რატომ არ აქვს გურამ ლომიძეს ერთ-ერთ შვილთან კონტაქტი - რას ჰყვება მომღერალი რჩეულზე

„არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას“ - ნინი ქარსელაძე შეყვარებულია?