Digest Logo

„მატულობს ტრავმულობის და ინტოქსიკაციის რისკი...“ - სავსემთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში: ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

1790366928
ქეთი ოდიშელი

26 სექტემბერს, თბილისის დროით 20:49 საათზე, წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მისტიკური სავსემთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში შედგება. ზოდიაქოს პირველი, ცეცხლოვანი ნიშნის ენერგია თითოეულ ადამიანში აღვიძებს გადამწყვეტი მოქმედებების სურვილს, შინაგან ამბიციებსა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:

„🔥 სავსემთვარეობა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში 26 სექტემბერი, 2026 წ.

✨ გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეულმა სიტუაციებმა პიკს მიაღწია და ცვლილებები გარდაუვალია? 26 სექტემბერს, შებინდებისას, დგება წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ემოციური ქარბორბალას ეფექტის სავსემთვარეობა ვერძის 4°-ზე. ეს არის გარდატეხის წერტილი, ილუზიების მსხვრევა, გაჭიანურებული ბრძოლის დასასრული და რეალობისთვის თვალის გასწორების მომენტი! მთავარ რომელბში

🫴 ვერძი - სასწორი: პირველი იმპულსი VS. ბალანსი ვერძი (მმართველი მარსი)

🫴 ცეცხლოვანი იმპულსი, ბრძოლა, რისკი და გამოღვიძება. სასწორი (მმართველი ვენერა)

🫴 პარტნიორობა, წონასწორობა, დიპლომატია და ესთეტიკა. მუდმივი ბალანსი სტაგნაციაა.

სწორედ მარსის საბრძოლო ენერგია გამოდის ასპარეზზე, რათა გამოიყვანოს სასწორის პინები წონასწორობიდან და დაიწყოს სიცოცხლის ახალი ციკლი. აწონ-დაწონეთ თითოეული ნაბიჯი და გამარჯვება თქვენს მხარეს იქნება!

🧙 ვნახოთ რა ხდება ცაზე და მოკვდავურ ენაზე შევაჯეროთ ყველაფერი:

🌊 1. მთვარე - ნეპტუნის ტანდემი ვერძში ცეცხლისა და წყლის შეჯახება იძლევა უნიკალურ ინტუიციას, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და მეორე მხარეა - ილუზიების მსხვრევა. ამოტივტივდება და ნათელი მოეფინება ყველაფერ დაფარულს, გამოჩნდება ადამიანების რეალური ზრახვები.

🛡️ 2. სატურნი აქვეა, როგორც „ფეისკონტროლი“ სატურნი ითხოვს ემოციურ სიმწიფეს, დისციპლინასა და საკუთარ გადაწყვეტილებებზე სრულ პასუხისმგებლობას. ეს არის კოსმიური ტესტი თქვენს დისციპლინასა და გამძლეობაზე!

⚔️ 3. სავსემთვარეობის მმართველი მარსი კირჩხიბის ბოლო გრადუსზეა, გრადუსის კულმინაცია ზოდიაქოს ბოლოს მიიჩნევა კრიზისულ, „ბედისწერის“ წერტილად. მარსი აქ ენერგიის მაქსიმუმზეა, მას ეჩქარება ზღვარის გადალახვა, რაც იწვევს ფორსმაჟორულ და ემოციურ მოქმედებებს.

💥 მარსი-პლუტონის ოპოზიცია, სიმბოლირად ეს არის ტიტანების შერკინება, ძალაუფლებისა და კონტროლის წყურვილი და დაპირისპირება.

⚡ამასთანავე მერკური სასწორში კვადრატშია მარსთან: სიტყვა აქ იარაღია და გახსოვდეთ, ის ყველაზე დაუნდობელ იარაღად შეიძლება ახლა იქცეს.

✋ არ დაგავიწყდეთ დამუხტვის ორაქტიკა: 26 სექტემბერს შებინდებისას დამუხტეთ წყალი, მინერალური ქვები და სიმბოლოები. ასევე საუკეთესო დროა დამცავი სიმბოლოებისა და ამულეტების დასამზადებლად.

🌿 ჯანმრთელობის კუთხით მატულობს ტრავმულობისა და ინტოქსიკაციის რისკი, მოერიდეთ სასმელს, ასევე ყველა სააუალებას, რომელიც რეალობას აკარგვინებს ადამიანს. ბალანსისთვის გამოიყენეთ იოგა, მედიტაცია და არომათერაპია (ლავანდა, ვარდი, ვანილი, სანდალი). ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზს მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ.

💫 🔥 სავსემთვარეობა ყოველთვის ინდივიდუალურად ეხება თითოეულ ადამიანს“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

⭕ ავოკადოს სამკურნალო თვისებები - „დიდი ულუფა ზოგიერთ ადამიანს კუჭის დისკომფორტს ან სიმძიმეს აძლევს“

⭕ „არ აჰყვეთ ცრუ განგაშს და მოზღვავებულ ემოციებს...“ - 26 სექტემბრის სავსე მთვარე: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

✕