Digest Logo

„არ აჰყვეთ ცრუ განგაშს და მოზღვავებულ ემოციებს...“ - 26 სექტემბრის სავსე მთვარე: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

1790342750
გიორგი ლობჯანიძე

„26 სექტემბერს წლის განმავლობაში ყველაზე მისტიკური სავსემთვარეობა გვექნება, რაზედაც მიმდინარე პოსტში ვისაუბრებ:

სავსემთვარეობის პიკი, თბილისის დროით 20:49 საათზეა ვერძის ზოდიაქოს 3°37 გრადუსზე“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს:

„როგორც იცით, ამ დროს, დღის და ღამის მანათობლები ერთმანეთის ოპოზიციურ ნიშნებში განლაგდებიან. ზოგადად, ეს სავსემთვარეობა საკმაოდ ახლოსაა ბუნიობის შემდგომი პროცესებიდან. 

მთავარი თემაა მთვარის და პლანეტა ნეპტუნის ზუსტი შეერთება ვერძის ნიშანში, რაც აუცილებლად წარმოშობს ილუზიების მსხვრევას, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათ გაფანატებას და გამყარებას. 

აღნიშნული პერიოდი ძალიან კარგია ძველი გადაუჭრელი პრობლემების დასრულებისა და საბოლოო გაშვებისთვის, ტრანსფორმაციისა და სიახლეებისთვის. 

ვერძი - კარდინალური ფენის წარმომადგენელი, ცეცხლის სტიქიაა. მის ნატურაში ყალიბდება პირდაპირობა, მამაკაცურობა, მარსიანული ძალა, საკმაოდ უშიშარი და მებრძოლი მანქანაა. 

ნეპტუნი ბადებს იდეებს, ოცნებებს, მათ შორის შიშებსა და ილუზიებს, ამიტომ მთვარის და ნეპტუნის ზუსტი შეერთება პიკზე ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ბევრის ცხოვრებაში იქნება მტკივნეული სიმართლის გამჟღავნების, ზოგისთვის კი სიცრუეში ყოფნის დროც.

კარგია, რომ უმაღლესი პლანეტებიდან ურანის და პლუტონის ენერგიები დადებით როლს თამაშობს, ეს უფრო ამსუბუქებს სიტუაციას და ფართომასშტაბიანი პროექტებისთვის პოზიტიურ ფონს იძლევა. 

დაახლოებით, 10 ოქტომბრამდე და განსაკუთრებით 26-27-28 რიცხვებში შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა ნახოთ საოცარი სიზმრები, გამძაფრდეს ინტუიცია და შინაგანი ექსტრასენსორული უნარები, ბევრი შეიძლება განიკურნოს და მოულოდნელი შვება იგრძნოს, მაგრამ ზოგთან ემოციურად გართულდეს საქმე, აქ უკვე პირად ტრანზიტებს გააჩნია. 

მთვარე ნეპტუნის შეერთება ვერძის ნიშანში დაბადებს ომის ახალ ტალღებს, განსაკუთრებით იდეოლოგიური და რელიგიური ნიშნით წამოწყებულს. მაღალია ხანძრების და მძიმე ქიმიური ნივთიერებების გავრცელების ალბათობა. 
10 ოქტომბრამდე პერიოდში შანსები მაღალია მოწყალებისა და ფართო დახმარებებისა. თქვენს ლოცვას გრძნობითაც კი  შესაძლოა დიდი ძალა ჰქონდეს. 

განეწყვეთ დადებითად, არ აჰყვეთ ცრუ განგაშს და მოზღვავებულ ემოციებს, გაარჩიეთ რა არის სწორი და რა არა! 
დრო მისაღებია ფსიქოლოგიური სეანსებისა და მონანიებისთვის, განწმენვდისა და ზიარებისთვის. 

ეცადეთ, რომ მოერიდოთ ცეცხლსასროლ იარაღებს, ადიდებულ წყლებს, მომწამლავ ნაერთებს, რამე თუ მაღალია ინტოქსიკაციის შანსი“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჩემპიონი ვეღარასდროს გახდება“ - ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიაზე საუბარს არ წყვეტს

🎥 „ჩემი ბუნებრივი ტუჩის ფორმა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 ხვიჩა კვარაცხელია ძმაზე: „მისი წარმატება ჩემსაზე ასჯერ მეტად გამიხარდება - ძალიან ვამაყობ ჩემი ძმით“

✕