Digest Logo

„მინდა, ეგონოთ მათი მამა საუკეთესოა...“ - კიმ კარდაშიანი ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან ერთად შვილების აღზრდის „დიდ ტვირთზე“

1793204264
ქანიე უესთი

კიმ კარდაშიანმა ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან ერთად შვილების აღზრდის „მძიმე ტვირთზე“ ისაუბრა და აღიარა, რომ მიუხედავად მათი რთული ურთიერთობისა, რეპერის გამო „ყოველთვის იდარდებს“.

რეალითი შოუს 46 წლის ვარსკვლავმა მათ რთულ ურთიერთობაზე გულახდილად ისაუბრა ჟურნალისტ ჯონათან ვან მეტერის ავტორიზებულ ბიოგრაფიულ წიგნში - „მოქალაქე კიმი: ქალი, რომელმაც მომავალი შექმნა“. წიგნისთვის ავტორმა 2018-დან 2026 წლამდე ინტერვიუები ჩამოართვა, როგორც თავად კარდაშიანს, ისე მის ახლო გარემოცვას.

„ოჰ, მე მთელი დღე ვნერვიულობ [კანიეზე]. მუდმივად. ის ხომ ჩემი შვილების მამაა; არასდროს იქნება ისეთი დრო, როცა მასზე არ ვიდარდებ“, - ციტირებს კარდაშიანის სიტყვებს წიგნიდან, გამოცემა Us Weekly. 

მიუხედავად წარსული კონფლიქტებისა, კარდაშიანმა თქვა, რომ ყოფილმა წყვილმა შეძლო, შეენარჩუნებინა შედარებით მშვიდობიანი და ნორმალური ურთიერთობა.

„ცოტა ხანი საკმაოდ მშვიდი იყო. ვფიქრობ, იმიტომ, რომ ჩვენ ასე ბევრს არ ვლაპარაკობთ, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვხედავთ, ერთმანეთს ვეხუტებით“, - თქვა მან.

კარდაშიანმა აღიარა, რომ ცდილობს, გადალახოს „ყველა უარყოფითი რამ, რაც მოხდა“, საზღვრების დაცვით. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს, მის შვილებს კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ მამასთან.

„მინდა, მათ ეგონოთ, რომ მამამისი საუკეთესოა“, - თქვა კიმ კარდაშიანმა.

ცნობისთვის, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წყვილად ითვლებოდნენ. 7-წლიანი ქორწინების შემდეგ, 2021 წელს, კიმმა განქორწინება მოითხოვა, რაც ოფიციალურად 2022 წელს დასრულდა. წყვილს ოთხი საერთო შვილი ჰყავს: ნორთი, სეინტი, ჩიკაგო და ფსალმი.

დაშორების მთავარი მიზეზი კანიე უესტის სკანდალური საჯარო გამოსვლები, პოლიტიკური ამბიციები და ბიპოლარულ აშლილობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა, რამაც, კიმის თქმით, ოჯახური სიმშვიდე და მისი მენტალური ჯანმრთელობა დაარღვია.

ამჟამად კიმსა და კანიეს შორის პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს - ისინი ძირითადად შუამავლების ან კანიეს ახალი მეუღლის, ბიანკა ცენსორის მეშვეობით ეკონტაქტებიან ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, კიმი ინარჩუნებს „ღია კარის პოლიტიკას“, რათა მამას შვილებთან თავისუფალი წვდომა ჰქონდეს, ხოლო ბავშვების ფსიქიკის დასაცავად ხშირად მალავს ან ალამაზებს რეალობას კანიეს სკანდალურ ქცევებთან დაკავშირებით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ვენერას ოკულტური ანატომია და უძველესი საიდუმლოებები - ქეთი ოდიშელი პლანეტის საკრალურ კოსმოგრაფიაზე

🎥 „ზოგი მაგინებს, მარცხის გამო მლანძღავს, ჩემი ცხვირი არ მოსწონს, გულსატკენია ქართველისგან“ - მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 „გაჯერებენ, რომ უკან უნდა დაბრუნდე, კიდევ ერთი გაკვეთილი გაიარო“ - მალხაზ გველუკაშვილი სიკვდილის შემდეგ პროცესზე

წყარო: www.usmagazine.com

✕