Digest Logo

ვენერას ოკულტური ანატომია და უძველესი საიდუმლოებები - ქეთი ოდიშელი პლანეტის საკრალურ კოსმოგრაფიაზე

1793192994
ქეთი ოდიშელი

სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ვენერას ფარულ ენერგიებს, საკრალურ კოსმოგრაფიასა და მისტიკურ ციკლებს მიმოიხილავს.

ავტორი დეტალურად განმარტავს პლანეტის არქეტიპები არქეტიპებს, ქალდეურ მატრიცასა და იმ უძველეს კოსმოსურ კანონზომიერებებს, რომლებიც ადამიანის შინაგან ტრანსფორმაციასა და ცხოვრებისეულ ციკლებს განაპირობებს:

„ეს სტატია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ასტროლოგიური მიმოხილვა, ეს არის საკრალური კოსმოგრაფია, რომელიც ფაქტობრივად წიგნად დაწერას იმსახურებს.

ძირითად ინფორმაციას მოკლედ გადმოგცემთ, თუმცა სრულად ეს ტექსტი 5-ჯერ უფრო მეტი იქნებოდა, ამიტომ ეტაპობრივად განვავრცობ. იშვიათად მაქვს იმის საშუალება, რომ წერილობით გაგიზიაროთ ის ცოდნა, რომელსაც ლექციებსა თუ პირად შეხვედრებზე გიზიარებთ, ამიტომ, ამ ნაშრომს ვუძღვნი ჩემს ძვირფას სტუდენტებს და OMNIA-ს ძვირფას მსმენელს - ყველას, ვინც არ სჯერდება ზედაპირულ ინფორმაციას. მიიღეთ ეს პოსტი, როგორც ინსპირაციის და ღრმა ტრანსფორმაციის კიდევ ერთი ეტაპი.

♀️ ვენერას ოკულტური ანატომია მაიას კოდი, ქალდეური ექვსიანი და უძველესი საიდუმლოებანი.

🏛️ 1. ქალდეური მატრიცა და რიცხვი 6:

✋ ძველ ქალდეურ ასტროლოგიაში ციური სფეროები დალაგებული იყო მათი სიჩქარისა და დედამიწიდან ხილვადობის მიხედვით (ე.წ. ქალდეური რიგი). ამ სისტემაში ვენერას მიენიჭა საკრალური რიცხვი 6.

✡️ ჰექსაგრამა და ელემენტების შერიგება: რიცხვი 6 ოკულტიზმში განასახიერებს ორ გადაკვეთილ სამკუთხედს ( წარმოიდგინეთ ე.წ. დავითის, იგივე სოლომონის ვარსკვლავი. (ცეცხლი/მამაკაცური და წყალი/ქალური). ვენერა არის ერთადერთი ენერგია, რომელსაც შეუძლია მოარიგის და ჰარმონიაში მოიყვანოს ეს ორი დაპირისპირებული ძალა, სტიქია.

🔲 ვენერას ჯადოსნური კვადრატი: კაბალისტურ და ჰერმეტულ მაგიაში ვენერას კვადრატი არის 6 × 6 სისტემა (36 უჯრა). მისი ყოველი სვეტისა და სტრიქონის ჯამი უდრის 111-ს, ხოლო მთლიანი კვადრატის ჯამი - 666-ს (მზისა და ვენერას მაცოცხლებელი, მატერიალიზებული სინათლის კოდი).

♀️ კვირის მე-6 დღე: ქალდეური ვარსკვლავის მიხედვით, პარასკევს მართავს ვენერა. ეს არის სიყვარულის, მაგნეტიზმისა და მატერიალური მიზიდულობის დღე.

🗿 ძველი მაიასთვის ვენერა იყო ცის უმთავრესი, ყველაზე დრამატული ღვთაება ნახევარკუნძულ იუკატანზე, მექსიკაში არის კოშკი ელ-კარაკოლი (ლოკოკინა) რომლიდანაც თვალყურს ადევნებდნენ (განსაკუთრებით კარგად ჩანს) ვენერას მოძრაობას.

🫴 ჩაკ ეკი („დიდი ვარსკვლავი“), რომელიც განასახიერებდა კუკულკანის – კეცალკოატლის (ფრთოსანი გველის) ზეციურ გამოვლინებას. მაიას შემორჩენილ ხელნაწერებში ყველაზე ზუსტი ასტრონომიული ცხრილები სწორედ ვენერას 584-დღიან სინოდურ ციკლს ეძღვნება. მათ იცოდნენ, რომ ვენერას 5 ციკლი უტოლდებოდა დედამიწის 8 მზურ წელს (5 × 584 = 2920 დღე).

მაიას სწამდა, რომ როდესაც ვენერა ქვედა შეერთების შემდეგ პირველად ამოანათებდა ცაზე როგორც ცისკრის ვარსკვლავი (ჰელიაკური ამოსვლა), მისი პირველი სხივები იყო წარმოუდგენლად მძლავრი, გამჭოლი და ტრანსფორმაციული - ის „შუბივით“ განგმირავდა ძველ ენერგიას, რათა დაეწყო ახალი სასიცოცხლო ეპოქა. ( ამ ციკლებზე უკვე ქვემოთ მოგიყვებით) .

✋ ასევე ინკები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ვენერას, აცტეკები კი, მას ეძახდნენ „ვარსკვლავს, რომელიც ეწევა“ p.s. ერთ-ერთი აზრით ვენერას გადახურების შედეგად მოხდა პლანეტაზე ვულკანური ამოფრქვევების გააქტიურება (გოგირდწყალბადის, მეთანის და სხვა ელემენტების ზემოქმედებით) და ეს პროცესი იყო იმდენად მძლავრი და მასშტაბური, რომ დედამიწიდანაც კი მოჩანდა ვენერა რომელსაც "ბოლი ასდიოდა" "ეწეოდა" 🙂 🏺 ოკულტური საიდუმლოებანი: ძველ ეზოთერულ და ასტროლოგიურ ტრადიციებში ვენერას აქვს რამდენიმე გასაოცარი თვისება, რაც მას სხვა ყველა პლანეტისგან გამოარჩევს:

🔄 კოსმოსური მეამბოხე - საპირისპირო ბრუნვა ასტრონომიულად, მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ (საათის ისრის საწინააღმდეგოდ). ვენერა ერთადერთია, რომელიც თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს საპირისპიროდ - აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ!

✋ ვენერა არ ემორჩილება ჩვეულებრივ მექანიკურ კანონებს. სიყვარული, მიზიდულობა და სილამაზე მიდის საპირისპირო მიმართულებით - ის ამარცხებს ეგოს და მოქმედებს უმაღლესი სულიერი ლოგიკით.

🪞 ლუციფერი და ჰესპერუსი (ორსახოვანი ქალღმერთი) ვენერა უძველეს მისტერიებში ყოველთვის ორსახოვანია:

⭐ დილის ვარსკვლავი (ფოსფოროსი / ლუციფერი — „სინათლის მომტანი“): მეომარი ქალური ენერგია (ბაბილონური იშთარი ლომზე ამხედრებული), გამჭოლი, გაბედული, ცეცხლოვანი ვნება.

💫 საღამოს ვარსკვლავი (ჰესპერუსი): მიმღები, მშვიდი, მომხიბვლელი, ნაყოფიერი და ჰარმონიული ქალური არქეტიპი.

💎 მეტალი და მინერალები ძველ ალქიმიაში ალქიმიურ ტრადიციაში ვენერას მეტალია სპილენძი (Cuprum) - ერთადერთი მეტალი, რომელიც ატარებს სითბოს, ატარებს ელექტროენერგიას და წარმოადგენს სარკეების დამზადების უძველეს საფუძველს. ვენერა არის სარკე - რასაც შინაგანად აფასებ, ზუსტად იმას იზიდავ გარედან. მინერალებიდან ვენერას პირდაპირი არხია ვარდისფერი კვარცი და ნეფრიტი, მალაქიტი და სხვა.

🤫 მაგრამ საიდუმლოდ გეტყვით და ამაზე მოგვიანებით დავწერ კიდე, პირად რუკაში ვენერას თემების საკორექციოდ, გამოიყენრბა ბრილიანტი, თეთრი საფირი ან მთის ბროლი. (ვერცხლში ან თეთრ ოქროში).

♀️✡️ ახლა კი მინდა ცალკე გამოვყო ვენერას 6 ოკულტური არქეტიპი: საკრალური ჰექსაგრამა როდესაც ვენერას ენერგიას ვიკვლევთ, ის ცის თაღზე არა მხოლოდ 6 ციკლად იშლება, არამედ კაცობრიობის ცნობიერებაში 6 უმძლავრეს არქეტიპულ სახედ ვლინდება.

🚺1. #აფროდიტე (ურანია და პანდემოსი) ორმაგი სიყვარულის ალქიმია კლასიკურ ელინისტურ და პლატონურ მისტიციზმში ვენერას ორი სახე აქვს: აფროდიტე პანდემოსი (მიწიერი, ხორციელი მიზიდულობა, ვნება და ფორმის სილამაზე) და აფროდიტე ურანია (ზეციური, უპირობო სიყვარული, სულის თანხვედრა და ესთეტიკური ჰარმონია). აფროდიტეს არსია მაგნეტიზმი, სილამაზის აღქმა და ხელოვნება - ხიდი ხორციელ მიზიდულობასა და სულიერ ერთობას შორის.

👑2. #იშთარი (ინანა) - ქვესკნელის 7 კარიბჭის ინიციაცია აქ ცოტა მეტი მინდა მოგიყვეთ, იმიტომ რომ ყველაზე კარგად მის ამ არქეტიპს ვიცნობ ნე პირადად. როდესაც ვენერას რეტროგრადულობასა და მის მზის სხივებში გაუჩინარებაზე ინფორმაციას მოკრავთ ხოლმე ყურს, მინდა გაიხსენოთ ბაბილონურ-შუმერული მითი იშთარის (ინანას) ქვესკნელში ჩასვლის შესახებ. უძველესი ქურუმებისთვის ეს იყო ზუსტი ასტრონომიული ოქმი, რომელიც ცის თაღზე მიმდინარე რეალურ კოსმოსურ პროცესს აღწერდა. როდესაც ვენერა საღამოს ცაზე სვლას ანელებს, რეტროგრადულ მარყუჟში შედის და მზის კაშკაშა სხივებში იფლობა, ის შეუიარაღებელი თვალით ცაზე 7–14 დღით სრულიად ქრება. სწორედ ამ ასტრონომიულ გაუჩინარებას აღწერს მითი 🫴სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი ტოვებს ზეციურ სამყაროს და ეშვება თავისი ჩრდილოვანი დის, ერეშქიგალის ბნელ სამეფოში.

🚪 ქვესკნელის 7 კარიბჭე და სინოდური ციკლი ქვესკნელისკენ მიმავალ გზაზე იშთარი გადის 7 საკრალურ კარიბჭეს. ასტრონომიულად, ვენერას სინოდურ ციკლში (584 დღე) მთვარე ვენერას ზუსტად 7-ჯერ ხვდება. თითოეული შეხვედრა იყო თითო კარიბჭე, სადაც ქალღმერთს თითო სამეფო რეგალია და სამკაული უნდა მოეხსნა:

✋პირველი კარიბჭე: იხსნის დიდ გვირგვინს - ამბიცია, სტატუსი და უმაღლესი კონტროლის ილუზია.

✋მეორე კარიბჭე: იხსნის ლაზურიტის ყელსაბამს - გარედან შეფასების შიში და ყალბი იმიჯი.

✋ მესამე კარიბჭე: იხსნის ორმაგ მარგალიტის გულსაკიდს - ემოციური მიჯაჭვულობები და გულის წყენები.

✋ მეოთხე კარიბჭე: იხსნის მკერდის ოქროს თილისმას - გარეგნული მომხიბვლელობით მანიპულირების სურვილი.

✋ მეხუთე კარიბჭე: იხსნის ოქროს სამაჯურებს - სხვების მართვისა და ძალდატანების ჩვევა.

✋ მეექვსე კარიბჭე: იხსნის საზომ ჯოხსა და ლაზურიტის თოკს - ადამიანებისა და ურთიერთობების განკითხვის ჩვევა.

✋ მეშვიდე კარიბჭე: იხდის სამეფო მოსასხამს - რჩება სრულიად შიშველი, ყოველგვარი ეგო-ჯავშნის გარეშე.

☀️ „კვდომა“ და ხელახალი დაბადება: კაზიმი (Cazimi) მეშვიდე კარის მიღმა იშთარი სრულიად შიშველი დგება ერეშქიგალის წინაშე და კარგავს სიცოცხლეს, მისი სხეულს კაუჭზე ჰკიდებენ.

ასტრონომიულად ეს არის ქვედა შეერთება (კაზიმი) - წერტილი, როდესაც რეტროგრადული ვენერა ზუსტად დგება დედამიწასა და მზის ცენტრს შორის. ძველი ემოციური ფორმები, წარსულის ტოქსიკური კავშირები და ცრუ ღირებულებები მზის ცეცხლში სრულად იფერფლება. როდესაც ვენერა მზის გულს გაივლის, მითის მიხედვით, იშთარს ასხურებენ „სიცოცხლის წყალს“.

ის იწყებს აღმასვლას: უკან დაბრუნებისას, კარიბჭიდან კარიბჭემდე, ის კვლავ იბრუნებს ყველა თავის სამკაულს (მთვარესთან მომდევნო 7 შეხვედრა) - ოღონდ უკვე არა როგორც ეგოს მძიმე ტვირთს, არამედ როგორც სუფთა, გაცნობიერებულ სულიერ ძალას. ასტრონომიულად ეს არის ვენერას ჰელიაკური ამოსვლა:

ის ცაზე ჩნდება უკვე არა როგორც საღამოს, დაუძლურებული ვარსკვლავი, არამედ აღმოსავლეთის ცაზე მზის ამოსვლამდე ამობრწყინებული დილის ცისკრის ვარსკვლავი. რაზე მეტყველებს ეს არქეტიპი? ვენერას რეტროგრადულობა ნუ შეხედავ ზედაპიროლუდ როგორც საშიშ და დამარკოლებელ ფაქტორს - ეს არის ნებაყოფლობითი ინიციაცია საკუთარ ქვეცნობიერში.

💖 კოსმოსი სათითაოდ გვაშორებს იმ 7 ნიღაბს, რომლებსაც ურთიერთობებსა და თვითშეფასებაში ვეფარებოდით, რათა მზის გულში განწმენდილები, ცისკრის ვარსკვლავთან ერთად ხელახლა დავიბადოთ

. 🕉️3. #შუკრაჩარია და „მრიტა სანჯივანი“ მკვდრეთით აღმდგენი ვენერა. ვედურ ოკულტიზმში ვენერას მმართველია შუკრაჩარია 🫴ასურების (მატერიალური/ჩრდილოვანი სამყაროს) უდიდესი გურუ, მისტიკოსი და ალქიმიკოსი. მან უმკაცრესი ასკეზით პირადად შივასგან მიიღო უმაღლესი საიდუმლო – „მრიტა სანჯივანი ვიდია“ (მკვდრეთით აღდგომის მანტრა), რითაც სასიცოცხლო ენერგიის არ მქონეებსა და ბრძოლაში დაცემულებს სიცოცხლეს უბრუნებდა. აქ ვენერა არის ოჯასი - სასიცოცხლო ძალა, ღრმა უჯრედული რეგენერაცია და იმუნიტეტი.

ის ფლობს ძალას, ყველაზე ბნელ, „მკვდარ“ მდგომარეობასაც კი ხელახლა შთაბეროს უკვდავი ცეცხლი.

✨4. გნოსტიკური #პისტისსოფია - დაცემული და ამაღლებული სიბრძნე. გნოსტიკურ ხელნაწერებში (Nag Hammadi) სოფია (ღვთაებრივი სიბრძნე) დაგვყურებს ზემოდან მატერიის ქაოსში, ცდება და ეშვება ქვედა სფეროებში, სადაც არქონტები მას სინათლის სამოსელს ართმევენ. თუმცა განწმენდისა და სინანულის შემდეგ, უმაღლესი ნათელი მას ცისკრის ვარსკვლავად გარდასახავს. სიბრძნე ვერასოდეს გახდება სრული და ცოცხალი, თუ მან ადამიანური გამოცდილების, შეცდომებისა და მატერიის სიღრმეები არ განვლო.

🌊5. #ანაჰიტა - პირველყოფილი კოსმოსური წყლები. ძველ ირანულ და ზოროასტრიულ ეზოთერიზმში ვენერა არის არედვი სურა ანაჰიტა - შეუბღალავი, უმწიკვლო და ძლევამოსილი კოსმოსური დედა. ის გამოსახულია ოქროს გვირგვინით, რომელზეც 8 ვარსკვლავია ამოტვიფრული (ვენერას 8-წლიანი პენტაგრამა) და ხელში უკვდავების წყლის თასი უჭირავს. აქ ვენერა წარმოდგენილია როგორც პირველქმნილი, წმინდა ფორმა ყოველგვარ მანიპულაციამდე - შინაგანი სიწმინდე, ნაყოფიერება და სულიერი ფარი, რომელიც გულს გარემოს ტოქსიკურობისგან იცავს.

🌞 6. #სანატკუმარა და „სინათლის მომტანი“ - კოსმოსური მენტორი ძველ ეზოთერულ თეოსოფიაში ვენერა განიხილება როგორც დედამიწის უფროსი სულიერი მენტორი. სწავლების თანახმად, ეპოქალურ გარიჟრაჟზე ვენერას სფეროდან დედამიწაზე გადმოვიდა სინათლის იერარქია - სანატ კუმარას წინამძღოლობით, რათა ადამიანთა გულებში აენთოთ გონებისა და თვითშემეცნების პირველი ნაპერწკალი (მანასური ცნობიერება). აქ ვენერა როგორც ლუციფერ, ფოსფორისი - „სინათლის მომტანი“, გულის ინტელექტი, უმაღლესი ინტუიცია და ცნობიერების ევოლუციაა.

✋ახლა კი გავეცნოთ ვენერას ციკლებს ანუ ვენერას საკრალურ კოსმოგრაფიას. სამყაროს პლანეტარულ ცეკვაში არ არსებობს უფრო სრულყოფილი, მათემატიკურად ზუსტი და მისტიკური არქიტექტურა, ვიდრე ვენერას მოძრაობა. დედამიწიდან დაკვირვებისას ვენერა ცის თაღზე უწყვეტად ხატავს ჰარმონიის, ქალური საწყისისა და სიყვარულის საკრალურ გეომეტრიას.

🏛️ ვენერას აქვს 6 მთავარი კოსმოსური ციკლი ვნახოთ როგორ იკვრება ციური მატრიცა :

1. 🌟 ახალვენერაობა / ქვედა შეერთება (კაზიმი) პერიოდულობა: ყოველ 1.6 წელიწადში ერთხელ (დაახლოებით 19 თვეში / 584 დღეში). რა ხდება? რეტროგრადული ვენერა დგება დედამიწასა და მზეს შორის და შედის მზის ცენტრში 🫴 კაზიმი საკრალური არსი: ეს არის ვენერას „ახალმთვარეობა“.

მზის ცეცხლი წვავს ძველ, ამოწურულ ფორმებსა და მიჯაჭვულობებს. ამ წერტილამდე ვენერა ანათებდა როგორც ჰესპერუსი (საღამოს ვარსკვლავი), ხოლო კაზიმის გავლის შემდეგ ის რამდენიმე დღეში გარდაიქმნება ფოსფოროსად / ლუციფერად - ცისკრის მაცნედ, რომელიც მზის ამოსვლამდე ამოდის ცაზე. ეს მცირე, წელიწადნახევრიანი ციკლები ერთად ქმნის მომდევნო 8 წლიან ციკლს .

👇 2. 🌹 8-წლიანი „ვენერას ვარდი“ (Rose of Venus) და პენტაგრამა პერიოდულობა: ყოველ 8 წელიწადში ერთხელ. რა ხდება? დედამიწის 8 წელიწადი წამობრივი სიზუსტით უდრის ვენერას 13 ორბიტალურ შემოვლას მზის გარშემო(8× 365.25 = 13× 224.7) .

ამ 8 წლის განმავლობაში ვენერა მზეს ზუსტად 5-ჯერ უერთდება ზოდიაქოს 5 სხვადასხვა ნიშანში (1.6 × 5 = 😎. წმინდა გეომეტრია და ოქროს კვეთა: ზოდიაქალურ წრეზე ამ 5 შეერთების წერტილის შეერთებით იხაზება უნაკლო ხუთქიმიანი ვარსკვლავი 🫴ვენერას პენტაგრამა ანუ „ვენერას ვარდი“. შეფარდება 8/13 და 5/8 ზუსტად იმეორებს ფიბონაჩის რიცხვებსა და ოქროს კვეთის პროპორციას (1.618). კარმული სპირალი: ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ახალვენერაობა ბრუნდება ზუსტად იმავე ზოდიაქოს ნიშანში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცხოვრებაში იხურება ძველი 8-წლიანი ემოციური, ფინანსური ციკლი და იწყება ახალი საფეხური. სწორედ ეს მოვლენა დაფიქსირდა 24 ოქტომბერს. გაიხსენე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში 2010 წლის შემოდგომაზე, ასევე 2018 წლის შემოდგომაზე, ამგვარად მიიღებ მთავარ კოსმიურ მესიჯს მიმდინარე პერსპექტივებზე.

3. 🌑 ვენერას დაბნელება / მთვარისმიერი ოკულტაცია პერიოდულობა: გლობალურად ხდება წელიწადში 1-დან 3-ჯერ. რა ხდება? მთვარის დისკო დედამიწიდან ყურებისას ფიზიკურად გადაეფარება ვენერას და რამდენიმე წუთით ან საათით სრულად ჩრდილავს მას. ეს მოვლენა არ არის დამოკიდებული მზე-მთვარის დაბნელების დერეფანზე, მთვარეს შეუძლია ვენერა დაფაროს წლის ნებისმიერ დროს, როდესაც მათი ციური ამპლიტუდა ემთხვევა. ოკულტური გაგებით ეს არის „შავი სარკის“ სიმბოლიზაცია: არაცნობიერი ინსტინქტები (მთვარე) მთლიანად შთანთქავს ზედაპირულ ლოგიკასა და ესთეტიკას (ვენერა), რათა გამოაჩინოს, რა იმალება სინამდვილეში ჩვენი გრძნობების უკან.

🔥 მომდევნო ეს მოვლენა გველის 2026 წლის ნოემბრის დასაწყისში. (ამაზე მოგვიანებით ცალკე პოსტს შემოგთავაზებთ.) ასტრონომიული მდგომარეობა: თხელი, კლებადი მთვარე ფიზიკურად გადაეფარება ვენერას. ვენერა უკვე გამოსულია მზის სხივებიდან, ასრულებს თავის რეტროგრადულ სვლას. ხილვადობა: ეს ოკულტაცია ვიზუალურად დაფარავს დედამიწის სამხრეთ განედებს (ძირითადად ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილსა და ანტარქტიდისკენ მიმავალ ზონას).

ეზოთერული მნიშვნელობა: მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (მათ შორის საქართველოში) ეს დაფარვა შეუიარაღებელი თვალით არ გამოჩნდება, ასტროლოგიურად ეს არის 2026 წლის შემოდგომის რეტრო-ვენერას ციკლის ბოლო ემოციური წერტილი. მთვარე (ქვეცნობიერი) სიმბოლურად კიდევ ერთხელ „ჩაყლაპავს“ ვენერას, რათა საბოლოოდ ჩაიხუროს ძველი ემოციური ნარჩენები, რის შემდეგაც ვენერა სრულფასოვნად, დირექტულად დაიწყებს დილის ცისკრის ვარსკვლავად კაშკაშს.

4. ☀️ „სავსევენერაობა“ - ზედა შეერთება. პერიოდულობა: ქვედა შეერთებიდან დაახლოებით 9-10 თვის შემდეგ. რა ხდება? ვენერა დირექტულ მოძრაობაში შედის მზის უკან (დედამიწიდან მაქსიმალურ დისტანციაზე).

საკრალური არსი: ეს არის ვენერას „სავსემთვარეობა“ - სურვილების, შემოქმედებითი პროექტების, სიყვარულისა და ფინანსური მიზნების სრული დამწიფების, საჯარო გამჟღავნებისა და მატერიალიზაციის პიკი. ვენერას ციკლში, ქვედა შეერთებიდან („ახალვენერობიდან“) ზედა შეერთებამდე („სავსევენერობამდე“) გადის საშუალოდ 9–10 თვე (დაახლოებით 292 დღე). 2026 წლის 24 ოქტომბრის ქვედა შეერთების (კაზიმის) შემდეგ, მომდევნო ზედა შეერთება უწევს 2027 აგვისტოს დასაწყისში.

ზოდიაქალური მდებარეობა: ლომის ნიშნის შუა გრადუსებში. ასტროლოგიური ეფექტი: ამ დროს ვენერა დირექტულ მოძრაობაშია, დედამიწიდან მაქსიმალურად შორს, პირდაპირ მზის უკან.

❗❗❗ სწორედ 2027 წლის ზაფხულის მიწურულს მომწიფდება და სრულად გამოვლინდება (მატერიალიზდება) ის გეგმები, ფასეულობები და ურთიერთობების თემები, რომელთა თესლიც ახლა, 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩაითესა!

5. ⏳ ვენერას რეტროგრადულობა ყოველ წელიწად-ნახევარში ზუსტად 40-42 დღეს გრძელდება (შუმერული ინანასა და იშთარის ქვესკნელში ჩასვლის 40-დღიანი მისტერია).

მზესთან შეერთებისას ვენერა დაახლოებით 7-14 დღით ცაზე საერთოდ უხილავი ხდება. მაქსიმალური სიკაშკაშე: მზესთან შეერთებამდე და შეერთებიდან მალევე, ვენერა აღწევს თავის მაქსიმალურ სიკაშკაშეს, როდესაც მისი სინათლე იმდენად მკვეთრია, რომ დედამიწას მკრთალ ჩრდილსაც კი მოჰფენს, დგება ქალური მაგნეტიზმისა და ენერგეტიკული მიზიდულობის უმაღლესი წერტილი!

6. 🔮 ეპოქალური კარიბჭე: მზის დისკოზე ვენერას გავლა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენაზე მაღლა დგას კოსმოსის უიშვიათესი მოვლენა 🫴 ვენერას ტრანზიტი მზის დისკოზე. ჩვეულებრივი ახალვენერაობისას ვენერა მზეს 3.4 გრადუსით უვლის ზემოდან ან ქვემოდან, მისი ორბიტის დახრილობის გამო. მაგრამ როდესაც ქვედა შეერთება ემთხვევა დედამიწისა და ვენერას ორბიტების გადაკვეთის წერტილს (კვანძს), ვენერა დგება ზუსტად ერთ ხაზზე დედამიწასა და მზის დისკოს შორის.

⚙️ 243-წლიანი დიდი ციკლი: (მოიცავს 2004, 2012 და შემდეგ 2117 წელს) ვენერასა და დედამიწის ორბიტების სრული გეომეტრიული თანხვედრა მეორდება 243-წლიანი რიტმით. ამ ხნის განმავლობაში ტრანზიტები ცაზე ჩნდება მხოლოდ წყვილებად, 8-წლიანი შუალედით, რის შემდეგაც მოდის საუკუნოვანი პაუზები:

🫴1874 და 1882 წლები (შემდეგ 121.5-წლიანი პაუზა)

🫴 2004 (8 ივნისი) და 2012 (5–6 ივნისი), ჩვენი ეპოქის კარიბჭე!

🫴 2117 და 2125 წლები — შემდეგი წყვილი (105.5-წლიანი პაუზის შემდეგ). ასტრონომიულად ეს ფაქტია: დედამიწაზე დღეს მცხოვრები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ვენერას შემდეგ ტრანზიტს მზის დისკოზე (2117 წელს) ვეღარ მოესწრება. 2004 და 2012 წლებში კაცობრიობა გახდა მოწმე მოვლენისა, რომელიც საუკუნეში მხოლოდ ერთხელ ხდება.

❓რა მოხდა ფიზიკურად და ვიზუალურად? 2004 წლის 8 ივნისს (პირველი კარიბჭე) და 2012 წლის 5–6 ივნისს (მეორე, დამაგვირგვინებელი კარიბჭე) ვენერა ჩადგა ზუსტად დედამიწასა და მზის ცენტრს შორის. ჩვეულებრივი დაბნელებისგან განსხვავებით, სადაც მთვარე მთლიანად ფარავს მზეს (რადგან მთვარე დედამიწასთან ძალიან ახლოსაა), ვენერა დედამიწიდან დაახლოებით 40 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ამიტომ ის გამოჩნდა არა როგორც სრული სიბნელე, არამედ როგორც იდეალურად მრგვალი, შავი მარგალიტი, რომელმაც დაახლოებით 6-7 საათის განმავლობაში ნელა გადაკვეთა მზის ცეცხლოვანი ზედაპირი.

❓ რას ნიშნავდა ეს ეზოთერულად და კოლექტიურ ცნობიერებაში? 2004–2012 წლების ეს 8-წლიანი შუალედი განიხილება, როგორც „ქალური საწყისის დიდი კოსმოსური ინიციაცია“ დედამიწაზე. მზის (პატრიარქალური/მამაკაცური ცნობიერების) დაფარვა ვენერას (ქალური/სიყვარულის ცნობიერების) მიერ:

✋ საუკუნეების განმავლობაში დომინირებდა იერარქია, ძალაუფლება და აგრესია (მზე/მარსი). როდესაც ვენერა შევიდა მზის გულში და პირდაპირ გადაკვეთა მისი დისკო, მოხდა ქალური არქეტიპის: თანაგრძნობის, ინტუიციის, ჰარმონიისა და თანასწორობის - პირდაპირი ჩაბეჭდვა კოლექტიურ გონებაში.

✋მაიას კალენდარი და 2012 წლის ეტაპი: გახსოვთ 2012 ის ცნობილი თეორია სამყაროს აღსასრულის შესახებ? შემთხვევითი არ არის, რომ მაიას ცივილიზაციისთვის ვენერა იყო უმთავრესი საკრალური მეგზური. 2012 წლის ივნისში ვენერას ტრანზიტი შედგა ზუსტად იმ წელს, როდესაც მაიას დიდი ციკლი (2012 წლის 21 დეკემბერი) დასრულდა. ეს იყო ეპოქის ზღვარი - გადასვლა მატერიალური სიმძიმიდან ცნობიერების ახალ განზომილებაში.

❓ რა შეიცვალა გლობალურად ამ 8 წელში?

✋2004–2012 წლების შემდეგ მსოფლიოში დაიწყო ქალთა როლის, უფლებებისა და აუთენტიკური ძალის უპრეცედენტო ზრდა პოლიტიკაში, ბიზნესსა და ხელოვნებაში.

✋ კაცობრიობამ მასობრივად დაიწყო შინაგანი ჰარმონიის, ფსიქოთერაპიის, ენერგეტიკული წმენდისა და ეკოლოგიური ცნობიერების ძიება. რას ნიშნავს ეს პირადად შენთვის? ის, რომ შენ ამ პერიოდში უკვე ცნობიერ ასაკში იყავი და ცხოვრობდი დედამიწაზე, ნიშნავს, რომ შენი ენერგეტიკული სტრუქტურა ატარებს ამ მოვლენის პირდაპირ კოდს: 2004 წელი: დაიწყო შენი პირადი ღირებულებების, ურთიერთობებისა და ქალური ენერგიის გადაწყობის პირველი ტალღა (რაღაც ძველი გაიბზარა და დაიწყო ახლის ძიება). 2012 წელი: ჩაიხურა ძველი ემოციური კარმა და გაიხსნა სრულიად ახალი სულიერი მისია. 2117 წლამდე კაცობრიობა ამ ვიზუალურ ტრანზიტს ცაზე ვეღარ იხილავს - თუმცა ის 8-წლიანი მარცვალი, რომელიც 2004–2012 წლებში ჩაითესა, არის ის ბაზისი, რომელზედაც დღეს შენს ცნობიერებას, შემოქმედებასა და შინაგან ძალას აშენებ.

🌞 როგორც ხედავთ, ვენერას ციკლები და მისი პერსონაჟი, ეს არის მძლავრი ფუნდამენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ციკლურ ცვლილებებს. ზოგადი პროგნოზები ძირითადად არაფრისმომცემია, ხოლო ინდივიდუალური ასტროლოგიური კონსულტაცია გაძლევთ ამ ციკლების თქვენს პირად რეალობაზე მორგების გზას. თუ მზად ხართ, უფრო ღრმად ჩასწვდეთ თქვენს ინდივიდუალურ ციკლებს და აკონტროლოთ პროცესები, დროა 🫴 ასტროლოგიური კონსულტაციისთვის ჩემთან რეგისტრაცია გრძელდება“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზოგი მაგინებს, მარცხის გამო მლანძღავს, ჩემი ცხვირი არ მოსწონს, გულსატკენია ქართველისგან“ - მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

🎥 „გაჯერებენ, რომ უკან უნდა დაბრუნდე, კიდევ ერთი გაკვეთილი გაიარო“ - მალხაზ გველუკაშვილი სიკვდილის შემდეგ პროცესზე

⭕ხელოვნური ინტელექტი და დოფამინ დამოკიდებულება: როგორ ცვლის AI ჩვენი ტვინის ჯილდოს სისტემას

✕