Digest Logo

„მეტი გულწრფელობა, ნაკლები კომპრომისი! თვალებს ვერ დახუჭავ იმაზე, რაც აღარ არის შენი“ - როგორ აფასებს ქეთევან ჯანდიერი 2026 წელს

1764244546
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2026 წლის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.

მისი თქმით, 2026 იქნება წელი, სადაც ან შენ ჩაუქროლებ ცხოვრებას, ან ცხოვრება ჩაგიქროლებს და ამის არჩევანი ახლა იწყება:

„ბევრი მწერთ 2026 წლის ზოგად პროგნოზზე შეკითხვებს.. ჯერ ამაზე ადრეა, თუმცა დავწერ მცირე მიმოხილვას, 2026 წლის ზოგადი ენერგიის!

2026 - ცეცხლოვანი ცხენის წელია: ენერგია, რომელიც არ დაგაცდის ერთ ადგილზე დგომას!

2026 წელი მოდის ისეთი ვიბრაციით, თითქოს მთელმა სამყარომ გადაწყვიტა: „კმარა ლოდინი, დროა იქროლო!“

აი ეს არის ცეცხლოვანი ცხენის ენერგია: თავისუფალი, შეუკავებელი, დაუმორჩილებელი, მიზანდასახული, მებრძოლი და საოცრად შემოქმედებითი.

რა მოაქვს ამ წელს? დიდი ხანძრის ეფექტი! არა შიშისთვის, არამედ გაწმენდისთვის. ცეცხლოვანი ცხენი წვავს და ყველაფერს აცლის სიყალბეს, სიზარმაცეს, დამაბრკოლებელ ფაქტორებს...

რაც აღარ მუშაობს - გაქრება. რაც გჭირდება - აინთება.

ამ წლის მოტოა: „შენ გაიქცევი იმ მიმართულებით, სადაც სულს უხარია“ ეს წელი არ გაძლევს დგომის უფლებას. თუ ვერ გადაწყვიტე — ცხოვრება თავად გადაგაგდებს მოქმედებაში.

ცხენი არ ითმენს გაჭიანურებას: ან გზა, ან ნახტომი.

ინტუიცია + გააზრება ამ იმპულსის = მაგიური შედეგს. ცეცხლოვანი ცხენი გაძლევს იმპულსს, მაგრამ მართვა შენ გევალება. თუ ენდობი გრძნობას და არ აშინებ ან თრგუნავ საკუთარ შესაძლებლობებს — უამრავი კარი გაიღება.

ურთიერთობებში: მეტი გულწრფელობა, ნაკლები კომპრომისი! 2026-ში თვალებს ვერ დახუჭავ იმაზე, რაც აღარ არის შენი.

უნდა დარჩეს ის, ვინც ყოველ ნაბიჯზე დაგყვება, და წავიდეს ის, ვინც მხოლოდ გიჭერს და გაკავებს. ეს წელი გულების გამათავისუფლებელია.

ფული და საქმე: გაბედვების დროა! ცეცხლოვან ცხენს უყვარს რისკი — მაგრამ არა უაზრო. თუ გეგმას ქმნი, ნაბიჯებს აწყობ და შიშს გვერდზე გაწევ — მატერიალურად შეიძლება ყველაზე ძლიერი წელი აღმოჩნდეს შენთვის.

ერთ წინადადებაში?

ალბათ ასე გიპასუხებთ: 2026 იქნება წელი, სადაც ან შენ ჩაუქროლებ ცხოვრებას, ან ცხოვრება ჩაგიქროლებს და ამის არჩევანი ახლა იწყება!!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„რაიმეს შეცვლა შესაძლოა მძიმე იყოს, მაგრამ უმოძრაობა უფრო მძიმეა... ხმაური ყოველთვის წუთიერია, სიჩუმის სიღრმე კი მარადიული“ - გიორგი ლობჯანიძე

„ქრონიკული დაღლილობაა და სასიცოცხლო ენერგიის დეფიციტი...“ - თეო ხაბულიანი ვიბრაციის მდგომარეობასა და ცნობიერების ენერგეტიკული დიაპაზონზე

„სიტყვები არ მყოფნის, ვერ აგიხსნით რას ვგრძნობ, როდესაც ლილიანას ვუყურებ“ - რას წერს დავით ოქროპილაშვილი