როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ქველმოქმედის დავით ოქროპილაშვილის (დანტესის), თურქეთში მყოფი ქართველი მედიკოსის მედეა იობაშვილის და საზოგადოების დახმარებით, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თურქეთში გაემგზავრა რთული ოპერაციის ჩასატარებლად. გოგო ანკილოზის დიაგნოზით, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ახლა იგი რეაბილიტაციას სახლში აგრძელებს, ოპერაციიდან დაახლოებით 1 თვე გავიდა. შედეგი და ლილიანას გარდასახვა მარტივად შესამჩნევია.
დავით ოქროპილაშვილი ლილიანას ახალ ფოტოს გვიზიარებს:
„სიტყვები არ მყოფნის, ვერ აგიხსნით რას ვგრძნობ როდესაც ლილიანას ვუყურებ და ვაანალიზებ, რომ ეს ყველაფერი, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით“, - წერს „დანტესი“.
რა არის ანკილოზი?
ანკილოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სახსრის სრული ან ნაწილობრივი უმოძრაობას, რაც ვითარდება სახსარში არსებული ძვლოვანი ან ბოჭკოვანი შეერთების გამო - ანკილოზი არის სახსრის გაშეშება.
ანკილოზის ტიპები:
ძვლოვანი ანკილოზი — როცა სახსრის ზედაპირები ერთმანეთს ძვლოვანი ქსოვილით ეზრდებიან. ამ შემთხვევაში მოძრაობა საერთოდ არ ხდება.
ბოჭკოვანი (ფიბროზული) ანკილოზი — როცა ძვლებს შორის ჩნდება მკვრივი შემაერთებელი ქსოვილი. მოძრაობა შესაძლოა ნაწილობრივ შენარჩუნდეს, მაგრამ შეზღუდულად და მტკივნეულად.
გამომწვევი მიზეზები:
ხანგრძლივი ანთება (მაგ., ართრიტი, ოსტეოართრიტი); ტრავმები — განსაკუთრებით მაშინ, როცა სახსარი დიდხანს უძრავად არის;
ინფექციები (მაგ., ტუბერკულოზური ართრიტი);
ოპერაციის ან იმობილიზაციის შემდეგ განვითარებული გართულებები.
ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია: მუხლის, თეძოს, იდაყვის, ყბა-დაკბილვის სახსრები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარტივი ხალხური რიტუალი, რომელიც სახლში ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოიზიდავს