პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში ვიბრაციის მდგომარეობასა და ცნობიერების ენერგეტიკული დიაპაზონზე წერს.
მისი თქმით, ვიბრაცია არის სიხშირე, რომელზედაც ჩვენი გონება, გული, ემოციები და ფიზიკური სხეული „რეზონირებს“. რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო ახლოს ვართ ჩვენს უმაღლეს პოტენციალთან, სიმშვიდესთან და სიხარულთან:
„ახლა ვისაუბრებ ჩვენი ვიბრაციის მდგომარეობაზე და ცნობიერების ენერგეტიკული დიაპაზონზე. ვიბრაცია არის სიხშირე, რომელზედაც ჩვენი გონება, გული, ემოციები და ფიზიკური სხეული რეზონირებს. რაც უფრო მაღალია სიხშირე, მით უფრო ახლოს ვართ ჩვენს უმაღლეს პოტენციალთან, სიმშვიდესთან და სიხარულთან.
წარმოგიდგენთ ამ ვიბრაციული დიაპაზონის სამ ძირითად საფეხურს.
1. დაბალი ვიბრაცია არის ის მდგომარეობა, სადაც ინდივიდი ებღაუჭება შიშის, წინააღმდეგობისა და სიმცირის ენერგიებს. ეს არის „გადარჩენის“ რეჟიმი. მსხვერპლად ყოფნის მენტალიტეტი, რწმენა, რომ ცხოვრება ექცევა ცუდად მას, პასუხისმგებლობის სრული არიდება. კრიტიკა და განსჯა, მუდმივი ფოკუსირება სხვების ნაკლოვანებებზე, რაც არის შინაგანი უკმაყოფილების პროექცია. ცვლილების წინააღმდეგობა კომფორტის ზონიდან გასვლის შიში, რაც იწვევს სტაგნაციას და განვითარების შეჩერებას.
დესტრუქციული შინაგანი დიალოგი, საკუთარი თავის დამცირება და ეჭვი. შიში და შფოთვა, მომავალზე ორიენტირებული ნეგატიური ემოციები. სირცხვილი და დანაშაული ანუ წარსულზე მიჯაჭვულობა და საკუთარი თავის დაუნდობელი განსჯა. ბრაზი და შურისძიება, ენერგიის გაფლანგვა გარეგან ფაქტორებზე.
დეპრესია და აპათია უიმედობის და უმოქმედობის განცდა, შური, ბოღმა და სხვა. დაბალი ენერგიის დროს ქრონიკული დაღლილობაა და სასიცოცხლო ენერგიის დეფიციტი. ხშირია ავადმყოფობა და ტკივილები, ანუ ემოციური ბლოკების სხეულებრივი მანიფესტაცია (ფსიქოსომატიკა). ასევე ხშირია, დამოკიდებულებები (ალკოჰოლი, გადაჭარბებული ჭამა, ტექნოლოგიები) როგორც ემოციური ტკივილისგან თავის დაღწევის საშუალება.
2. ტრანსფორმაციის ანუ (გარდამავალი) ვიბრაცია ცნობიერების გაღვიძება. ეს არის ყველაზე რთული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფაზა. ინდივიდი უკვე აცნობიერებს ბევრ რამეს, მაგრამ ჯერ არ აქვს სრულად ათვისებული ახალი, მაღალი სიხშირის ჩვევები. ეს არის გადასვლა ძველსა და ახალს შორის. ძველი რწმენების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაა. ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც აქამდე სიმართლედ მიაჩნდა.
სიმართლის ძიება, აქტიური სულიერი ინტერესები აქვს, ცნობიერი თემების მიმართ. ცნობიერად იწყებს შიშის გამომწვევი სიტუაციების გააზრებას და გარდაქმნას. ერთი დღე მაღალი სიხშირე, მეორე დღე უკან დაბრუნება. პერიოდული ემოციური აფეთქებები ძველი ტრავმების ამოტივტივება, რაც აუცილებელია განკურნებისთვის. წარსულის, ძველი „მე“-ს დატოვების პროცესთან დაკავშირებული ბუნებრივი მწუხარება. პატიების სწავლა, აქტიური ძალისხმევა წარსული წყენის გასათავისუფლებლად.
ნდობა, რომ უკეთესი მომავალი შესაძლებელია, თუმცა მას თან ახლავს ჯერ ეჭვი. ტრანსფორმაციული სიმპტომებია თავის ტკივილი, უცნაური ძილის რეჟიმი, უეცარი ენერგიის მოზღვავება ან დაცემა (სხეული ეგუება ახალ სიხშირეს). ცხოვრების წესის ცვლილებაა, გაჩნდა მოთხოვნილება ჯანსაღ კვებაზე, ვარჯიშზე სუნთქვაზე მედიტაციაზე და მსგავს თემებზე.
საზღვრების დაწესებას სწავლობს ფიზიკური დისტანცირება იმ ადამიანებისგან გარემოსგან, რომლებიც დაბალ ვიბრაციას იწვევენ.
3. მაღალი ვიბრაცია, სიყვარულის სიხშირე, ეს არის ის მდგომარეობა, სადაც ინდივიდი თანმიმდევრულად აგენერირებს და იზიდავს სიხარულს, სიმშვიდეს და სამყაროსეულ სიუხვეს, ეს არის „შემოქმედის“ რეჟიმი. მადლიერების მენტალიტეტი, ანუ ფოკუსირება იმაზე, რაც არის და არა იმაზე, რაც აკლია. შეზღუდვების არარსებობა, რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი შემოქმედებით ენერგიას სწორად მიმართავს. მიღება და დინება მაღალ დონეზე. ცხოვრებისეული გამოწვევების აღქმა, როგორც ზრდის შესაძლებლობა. მისი ვიბრაცია ბუნებრივად კურნავს გარშემო, ანუ მისი ყოფნაც კი საკმარისია. აქვს ინტუიციური ცოდნა, ლოგიკისა და შინაგანი სიბრძნის ჰარმონიული შერწყმა. უპირობო სიყვარული, საკუთარი თავის და სხვების მიღება განსჯის გარეშე. მიუხედავად გარე გარემოებებისა, შინაგანი ბედნიერების მუდმივი განცდა. სიმშვიდე, შინაგანი ცენტრირება, რომელიც არ არის დამოკიდებული დრამატულ მოვლენებზე.
თანაგრძნობა სხვების ტკივილის გაგება, მაგრამ მასში ენერგეტიკულად არ ჩართვა. აქვთ ენერგიულობა და სიმსუბუქე, ძლიერი სასიცოცხლო ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ენთუზიაზმს. ასევე სხეულის თვითგანკურნების მაღალი უნარი. კრეატიული იმპულსების სიუხვე. მაგნიტიზმი, ადამიანებს და შესაძლებლობებს ბუნებრივად იზიდავს ენერგეტიკულ ველში.
ვიბრაციული მდგომარეობა არ არის მუდმივი წერტილი, ის დინამიკური პროცესია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი, მივიღოთ გადაწყვეტილება, ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ იმ სიხშირიდან, რომელიც გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების წამყვანი ძალა გახდეს. ტრანსფორმაცია არის ჩვენი უმაღლესი პასუხისმგებლობა. დაბალი ვიბრაციის გაცნობიერება უკვე ნახევარი გზაა მაღალი ვიბრაციისკენ“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარტივი ხალხური რიტუალი, რომელიც სახლში ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოიზიდავს