2027 წელს მოვლენების ჯაჭვი ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ცხოვრებას შეუცვლის - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტსა და ვიდეოს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი გვიზიარებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„1. კუროებო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფულთან, სამსახურთან და პასუხისმგებლობის ახალ დონესთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს. შესაძლებლობა შეიძლება თავიდან მოუხერხებლად მოგეჩვენოთ: მეტი საქმე, განსხვავებული გრაფიკი ან სწრაფად სწავლის საჭიროება. მაგრამ სწორედ ამ ნაბიჯმა შეიძლება განსაზღვროს, რა შემოსავლითა და გარემოცვით შეხვდებით 2027 წელს.
2. ლომებო, ოქტომბერმა შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი მოიყვანოს, რომლის გამოჩენაც ერთდროულად რამდენიმე სფეროს შეცვლის. ეს შეიძლება იყოს პარტნიორი, ახალი ნაცნობი, კლიენტი ან ადამიანი, რომელიც გეტყვით: „მოდი, ეს ერთად ვცადოთ“. ერთი კავშირიც კი საკმარისი იქნება ახალი გარემოცვის, პროექტის ან ურთიერთობის დასაწყებად - ისეთი რამის, რაც აქამდე თქვენს ცხოვრებაში არ ყოფილა.
3. ქალწულებო, ცვლილებას იმ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგრძნობთ, რომელსაც დიდი ხანია დებთ, რადგან ყველაფრის წინასწარ გათვლა გინდათ. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებლის შეცვლა, სამუშაო ფორმატის ცვლილება, სწავლა ან საკუთარი საქმის დაწყება. ოქტომბერში გამოჩნდება კონკრეტული მიზეზი, რომელიც უსასრულო მზადებას შეგაწყვეტინებთ და პირველ ნაბიჯს გადაგადგმევინებთ — მაშინაც კი, თუ ბოლომდე მზად ჯერ არ ხართ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ახალ სეზონზე, ლეიკერსსა და კობი ბრაიანტზე - სანდრო მამუკელაშვილის სრული ინტერვიუ
⭕ დახვეწილი ესთეტიკა და ვინტაჟური განწყობა - კრისტი ყიფშიძის ახალი ფოტოსესია