
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია. კარგია, ეს დღე დაუთმოთ ოჯახს და საოჯახო საქმიანობას, იყიდოთ სახლი, დაიწყოთ რემონტი, გააკეთოთ ყველაფერი ის, რაც ოჯახს უკავშირდება“, - ამის შესახებ გადაცემაშ „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - დღეს ბევრი შესაძლებლობა გექნებათ, რომელიც აუცილებლად გამოიყენეთ. ეცადეთ მაქსიამლურად აირიდოთ თავიდან კონფლიქტები.
კურო - დღეს არის იმის ალბათობა, გქონდეთ უსიამოვნება ახლობელ ადამიანთან და იგრძნოთ დაძაბულობა. ეცადეთ წინდახედულები იყოთ.
ტყუპები - გამოიყენეთ თქვენი ანალიზის უნარი, რომელიც დაგეხმარებათ იმოქმედოთ სწორად. დღის პირველ ნახევარში სჯობს, მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საქმეები.
კირჩხიბი - ეს დღე კარგია პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ეცადეთ იყოთ გულწრფელები. ეცადეთ ყველაფერი რაც გაწუხებთ, წარსულში დატოვოთ და გადადგათ ახალი ნაბიჯები.
ლომი - მეტი სიფრთხილე გმართებთ ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ეცადეთ ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ.
ქალწული - კარგია ეს დღე ნებისმიერი წამოწყებისთვის. შეგიძლიათ თამამად გადადგათ ნაბიჯები, ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას და სიტყვებს, რომელსც მოისმენთ.
სასწორი - აქტუალური იქნება საოჯახო თემები, პრობლემები რომელიც ამ მიმართულებით გაქვთ ეცადეთ გამოასწოროთ. არ აიღოთ ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ.
მორიელი - ძლიერია ინტუიცია და მიენდეთ მას, შეიძლება მიიღოთ ახალი შეთავაზება და არ იჩქაროთ, კარგად იფიქრეთ და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.
მშვილდოსანი - აქტიური და პოზიტიური დღეა, ნებისმიეირ ახალი ქმედება იქნება წარმატების მომტანი. ეცადეთ შეიცვალოთ გარემო, ან მოინახულოთ ის ადგილი, რომლის ნახვაც დიდი ხანი გინდოდათ.
თხის რქა - კარგი იქნება გადააფასოთ თქვენი მიღწევები, არ შეგეშინდეთ ცვლილებების. არ არის სასურველი სერიოზული შენაძენები.
მერწყული - მრავალფეროვანი დღეა, შეგიძლიათ გადადგათ ახალი ნაბიჯები. მაქსიმალურად ეცადეთ გამოიყენოთ ეს დღე.
თევზები - დღეს ეცადეთ რაციონალურობა და ინტუიცია ერთად გამოიყენოთ, რადგან ეს დაგეხმარებათ იმაში მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და თავიდან აირიდოთ შეცდომები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ლამაზი რომელი: მე თუ გოლი?“ - ზურიკო დავითაშვილის სახალისო ვიდეო
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით