Digest Logo

„მგრძნობიარეები გავხდებით იმის მიმართ, თუ როგორ გვეუბნებიან და არა იმის მიმართ, თუ რას გვეუბნებიან“ - რამაზ გიგაური მერკურის კირჩხიბში გადასვლაზე

1780383900
რამაზ გიგაური

მერკური კირჩხიბში: როცა გონება ინტუიციას უსმენს.

პირველ ივნისს მერკური, გონებისა და კომუნიკაციის პლანეტა, კირჩხიბის ზოდიაქოში გადავიდა და აქ 9 აგვისტომდე დარჩება. ეს არის პერიოდი, როდესაც მშრალ ლოგიკასა და პრაგმატულ აზროვნებას ჩვენი შინაგანი ხმა, ემოციები და ინტუიცია ანაცვლებს.  

კირჩხიბი წყლის, ღრმა და სენსიტიური ნიშანია. შესაბამისად, ამ ტრანზიტის დროს სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან გაძლიერებული იქნება ემოციური ფონი.

გაცილებით უფრო მგრძნობიარეები გავხდებით იმის მიმართ, თუ როგორ გვეუბნებიან და არა იმის მიმართ, თუ რას გვეუბნებიან.

წინა პლანზე წამოიწევს ოჯახური თემები, მშობლებთან, წარმოშობასთან, ფესვებთან, წარსულთან და სახლთან დაკავშირებული საკითხები.

ეს საუკეთესო დროა საკუთარ ქვეცნობიერთან სამუშაოდ, ძველი ამბების ანალიზისთვის და უახლოეს ადამიანებთან ემოციური კავშირების გაღრმავებისთვის, ან სულაც წარსულის გადაფასებისთვის და არასასურველი კავშირის გაწყვეტისთვის.  

ივნისის მეორე ნახევარში ცაზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება — მერკური კირჩხიბში იუპიტერს შეუერთდება.

იუპიტერი კირჩხიბში ეგზალტირებული, ანუ უძლიერესია. ამიტომ, ეს კავშირი ჩვენი აზროვნების მასშტაბებს უდიდეს გაქანებას მისცემს.  

ეს არის იდეალური დრო საოჯახო საქმეებში პერსპექტიული იდეების მოფიქრებისთვის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.

ჩვენი ხედვა უფრო ფართო, ფილოსოფიური და ოპტიმისტური გახდება. შესაძლოა, მივიღოთ მნიშვნელოვანი სიახლეები ან დავგეგმოთ გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც ჩვენს შინაგან თუ გარეგან უსაფრთხოებას უკავშირდება.  

გასათვალისწინებელია ერთი მთავარი დეტალი: 29 ივნისს მერკური სწორედ კირჩხიბის ნიშანში გადავა რეტროგრადულ ფაზაში.

ეს მოვლენა წარსულში დაბრუნებას და ბევრი დაწყებული თუ მივიწყებული საკითხის ხელახლა გადახედვას გვაიძულებს. თუმცა, ამ სპეციფიკურ და ძალიან საინტერესო პერიოდზე დაწვრილებით, თავისი კონკრეტული რეკომენდაციებით, ცოტა მოგვიანებით დავწერ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სავსემთვარეობის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა ჩაატაროთ - „დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი მთავარი მიზანი“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„არ გირჩევთ სესხის და ვალის აღებას“ - 2 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი