Digest Logo

„არც მენსტრუაცია ტეხს და არც ამაზე ღიად საუბარი!...“ - ლევან შელეგია

1787142291
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც  ექიმი მენსტრუაციის შესახებ წერს:

„ესპანეთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ქალებს თვეში 3 დღემდე შვებულებას აძლევს მენსტრუაციის (ტკივილის) დღეებში.

ზოგადად არ საუბრობენ ამ თემაზე, მით უმეტეს, საქართველოში სათანადო სერიოზულობით.

არადა ბევრი ქალი ძალიან ცუდად გრძნობს თავს ან პრემენსტრუალურ პერიოდში PMS ან შემდეგ. თან ისე ცუდად, რომ ქვეითდება შრომისუნარიანობაც და სხვა ფუნქციებიც.

ტკივილის გარდა ხშირია ზოგადი სისუსტე, შეშუპება, გაღიზიანებადობა, დეპრესიული განწყობა, შფოთვა, ხასიათის მერყეობა, მომატებული ტემპერატურა, უძილობა და ასე შემდეგ.

უშუალოდ მენსტრუაციის დღეებში არც თუ ისე იშვიათია საშუალო, ძლიერი ან ძალიან ძლიერი ტკივილები, რომელიც ყოველთვის არ ექვემდებარება ტკივილგამაყუჩებლებს.

მოკლედ, ეს პრიმიტიული, ჰეტერო-ნორმატიული და პატრიარქალური საზოგადოების მოდელი დიდი ხანია მოძველდა და არანაირად არ ასახავს ადამიანთა ცხოვრების რეალობას.

ჰოდა, რაც მეტს ვისაუბრებთ ასეთ ტაბუდადებულ და ნაფტალინაყროლებულ თემებზე, მით უფრო ასატანს, სამართლიანს და პროდუქტიულს გავხდით ერთმანეთის ცხოვრებას და ზოგადად თანაცხოვრებას.

ჩვენ ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ამიტომაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჰორიზონტის მუდმივი გაფართოება, ახალი და, პირველ რიგში, სწორი ინფორმაციით თვითგანვითარება. ასევე სისტემატური მეცადინეობა ემპათიასა და გონებაგახსნილობაში.

არც მენსტრუაცია ტეხს და არც ამაზე ღიად საუბარი!

ტეხს მხოლოდ გონებადაბნელებულობა, მუტრუკად მილიმეტრიანი ჰორიზონტი და ყველაფრის ცოდნის ძალიან მავნე და სახიფათო ილუზია.

გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე ფერისცვალების დღესასწაულზე

⭕ „დაასახელეთ ერთი საქმე, რომლის წარმატებით დასრულებაც დღეს გსურთ...“ - როგორ გავიაქტიუროთ 19 აგვისტოს ენერგია

🎥 „ბობოქარი სერიების პარალელურად, იყო პროცესი, როდესაც გავიარე ტკივილიანი ცხოვრება...“ - „შუა ქალაქის“ მსახიობები საკულტო სერიალის გადაღებებსა და ცხოვრების მძიმე მომენტებზე