მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ცაზე უნიკალური ასტროლოგიური ფენომენის მომსწრენი გავხდებით:
რეტროგრადული ვენერა უერთდება ცის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და იღბლიან ფიქსირებულ ვარსკვლავს - არქტურს.
პლუს ეს პერიოდი ემთხვევა ვენერასა და იუპიტერის ურთიერთჰარმონიულ ასპექტს, სექსტილს.
ფაქტობრივად ეს არის ბედისწერის კარიბჭე და აი, რატომ:
ასტროლოგიაში არქტური ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გავლენიან და იღბლიან ვარსკვლავად.
მიიჩნევა, რომ ეს ვარსკვლავი ადამიანს ანიჭებს დიდ ძალას, ამბიციას, სამართლიანობის გრძნობას, ენერგიულობასა და მეთაურობის ნიჭს.
ვინაიდან პირველი შეერთება სექტემბრის დასაწყისში, როცა ვენერა პირდაპირ მოძრაობდა, უკვე მოხდა, ახლანდელი რეტროგრადული ფაზა მიგვანიშნებს მეორე შანსზე, წარსულის გადაფასებასა და დაუმთავრებელი ისტორიების კულმინაციაზე.
ეს ასტროლოგიური მოვლენა რამდენიმე მთავარ სფეროში გამოვლინდება:
• ურთიერთობები;
• ფული და სხვა მატერიალური რესურსები;
• ეგოსა და ღირებულებების გადაფასება.
სამყარო გვაძლევს უიშვიათეს შესაძლებლობას, რომ წარსულში გაყინული, დანგრეული ან რთული სიტუაციები არქტურის მფარველობის ქვეშ მოვაქციოთ და უდიდესი ტრანსფორმაციული ძალა მივიღოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: