ლევან რატიანი არის ცნობილი ქართველი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი.
მას დღეს, 2 ნოემბერს დაბადების დღე აქვს და იგი 44 წლის გახდა:
„დღეს ჩვენი გადაცემის წამყვანს, ყველასთვის საყვარელ ექიმის ლევან რატიანს, დაბადების დღეს ვულოცავთ!“, - წერია „ნამდვილი ექიმების“ ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ლევან რატიანი ფართო საზოგადოებამ განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაიცნო, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კლინიკური მენეჯერი და სპეციალისტი.
ცნობისთვის, 2020 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. გახდა პროექტ „პერსონა 2020“-ის ტიტულის მფლობელი მედიცინის განვითარებასა და ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის.
იგი აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას. მისი ხელმძღვანელობით ქართველ მეცნიერთა გუნდმა მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას მიაღწია.
ასევე დაგაინტერესებთ: