Digest Logo

„მიმდინარე კონფლიქტი ბევრ ქვეყანას ჩაითრევს და სულ მალე აბსოლუტურად ახალ გეოპოლიტიკურ რუკას ვიხილავთ!“ - გიორგი ლობჯანიძე

1772902218
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

„ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს ირანში ბომბები მოსახლეობის ზონასთან ახლოსაც შეიძლება რომ ჩამოცვივდეს, რათა ირანმა კაპიტულაციას მოაწეროს ხელი!

ჩინეთი უკვე ოფიციალურად შეუერთდა ომის კამპანიას და უახლეს ულტრამოდერნიზებულ რაკეტებს გადასცემს ირანს, ამის შესახებ გამოცემები: ,,Reuters, Fox News, The Palestine Chronicle, Middle East Eye, BBC'' და სხვები ერთხმად აღნიშნავენ.

ვინც ხართ ირანში მყოფი ქართველები და არა ქართველები, გთხოვთ რამენაირად შეაფაროთ თავშესაფრებს თავი ან გადით შედარებით დაცულ ადგილებში!

საგანგებო სხდომაზე დონალდ ტრამპმა დაუფარავად თქვა, რომ უახლოეს მომავალში ვენესუელას, ეკვადორის და ირანის პარალელურად, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ქვეშ მყოფი ,,კუბაც" მალე დაეცემა.

ფაქტობრივად, ტრამპმა მიგვანიშნა თუ რომელი იქნება მომდევნო სამიზნე!

ამ განცხადების შემდგომ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თეთრი სახლის წარმომადგენლის „ჯეროდ ეიჯენის“ სიტყვებს, რომ ეს გრძელვადიანი თამაშია, სადაც ირანის უზარმაზარი ნავთობის მარაგები უნდა გათავისუფლდეს და მოექცეს აშშ-ის კონტროლქვეშ.

აშშ დღეს სამხრეთ ირანს უტევს, ,,ბუშერის" პროვინცია ცეცხლის ალშია გახვეული, ასევე კრიტიკული დარტყმების ქვეშაა მოყოლილი ქალაქი ისპაჰანი.

თავის მხრივ ირანელები, ბომბავენ აშშ-ის ყველა ბაზებს რეგიონში და პერიოდულად სირენების ხმას ისმის ისრაელში, რომელსაც ორივე მიმართულებით უტევს ირანი, ლიბანურ დაჯგუფება ჰესბოლასთან ერთად!
მოკლე პერიოდის უკან ცნობილი ჟურნალისტი „ტაკერ კარლსონი" ოფიციალურად განუდგა ტრამპის ადმინისტრაციას, რადგან ამ უაკასკნელმა დაიწყო მმართველი გუნდის მხილება და დადანაშაულება!

დღის მთავარი სენსაცია მაინც ევროპის მიმართულებაა: აშშ-ის სახაზინო მდივანი ,,სკოტ ბესენტი" ბრძანებს, რომ შესაძლოა რუსულ ნავთობზე სანქციები გაუქმდეს", რამაც ასევე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ევროპულ პრესაში.
გუშინ ცხარე და მძიმე გამოსვლა იყო ესპანეთის პარლამენტში, სადაც პრემიერ მინისტრმა ,,პედრო სანჩესმა'' ყველა ებრაელს აუკრძალა ესპანეთში შესვლა, ვინც იღებდა ღაზას სექტორის აწიოკებაში მონაწილეობას.

ასევე, ესპანელი პოლიტიკოსი მანუელა ბერგერო ღიად გმობს ამ ომს და ამერიკულ-ებრაულ მხარეს კაცობრიობისადმი დიდ კონფლიქტში გახვევისთვის ადანაშაულებს.

დუბაის აეროპორტი სპარსული წარმოების დრონებით ისევ ბომბების ქვეშ მოექცა შუა დღის საათებში, რომლიდან გამომდინარეც, არაბი და ტურისტული ზონის მოსახლეობა სწრაფად ტოვებს ქვეყნის ტერიტორიას.
ამ ზაფხულს, როგორც ჩანს სარელაქსაციო - საკურურტო მიმართვიანობები ისტორიულ მინუსამდე იქნება დაყვანილი!

ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც კი საომარი მოქმედებებია გამოცხადებული ირანის საზღვართან.
საინტერესოა, რა შეიძლება რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ განახორციელოს, თუ არა რომ იზრუნოს მის მოქალაქეებზე და მზად იყოს საზღვრებზე კონტროლის დამყარებისთვის, რათა უამრავი ლტოლვილი არ მოაწყდეს აქაურობას!

ისეთი პირი უჩანს, მიმდინარე კონფლიქტი ბევრ ქვეყანას ჩაითრევს და სულ მალე აბსოლუტურად ახალ გეოპოლიტიკურ რუკას ვიხილავთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გვაძლევს იმპულსს და გამბედაობას ვიყოთ პირველები, არ შევუშინდეთ, გადავდგათ პირველი ნაბიჯი...“ - თამარ ხოსროშვილი ვენერას ინგრესიაზე

როგორ იზიდავს ადამიანი საკუთარ ბედნიერებას თუ უბედურებას

„გაწერე კვირის მნიშვნელოვანი გეგმები, განსაკუთრებით ეცი პატივი დროის ნებისმიერ გამოვლინებას“ - რა გავაკეთოთ შაბათს?