მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი ♈
შეიცვლება კოლეგებთან, საქმიან და საქორწინო პარტნიორთან დამოკიდებულება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ უსიამოვნებებსაც. სასიკეთოდ ჩაივლის, ფინანსური დაკავშირებული ოპერაციები.
კურო ♉
ნუ გადაიღლებით. ეცადეთ, სახლში შეინარჩუნოთ ჰარმონიული გარემო. ფინანსური გარიგებებისათვის, ცუდი დროა, რადგან შესაძლოა დანაკარგი განიცადოთ. სიტყვაზე, ნურავის ენდობით.
ტყუპები ♊
მოთმინება, პოზიტიური დამოკიდებულება და კომპრომისზე წასვლა, დაგეხმარებათ სიძნელეების დაძლევაში. სასიყვარულო კავშირის გასაუმჯობესებლად კი, მეტი ნდობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ.
კირჩხიბი ♋
ახალსა და სერიოზულს, ჯერ ნურაფერს დაიწყებთ. მუდმივი დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდება. ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. სიამოვნებას მოგანიჭებთ, საყვარელ ადამიანთან მშვიდი დამოკიდებულება.
ლომი ♌
გეგმების რეალიზება გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. პირად და საქორწილო ურთიერთობებში, შეიძლება გაჩნდეს უთანხმოებები. ერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას.
ქალწული ♍
მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ფინანსებთან მიმართებით, გათვალეთ ყველა წვრილმანი, არ აჩქარდეთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. შესაძლოა, მოულოდნელი სასიყვარულო გრძნობა გაჩნდეს.
სასწორი ♎
როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაში, გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაკვირვება, რათა მოულოდნელობებმა დასახული მიზნის განხორციელებაში არ შეგიშალოთ ხელი. გამოიყენეთ თავისუფალი დრო ჯანმრთელობის აღდგენისა და დასვენებისთვის.
მორიელი ♏
მოიმატებს სამსახურებრივი მოვალეობები. სანამ არ დაასრულებთ ძველ საქმეებს, ახალს ნურაფერს დაიწყებთ. სიჩქარე, შესაძლოა სერიოზული წაგების მიზეზი გახდეს. შეხვედრები შეამცირეთ.
მშვილდოსანი ♐
უყურადღებობის გამო, შეიძლება უსიამოვნებები შეხვდეთ მუშაობისას ან ახალი კავშირების დამყარებისას. სიჯიუტე ხელს შეგიშლით, სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგებაში. იყავით ფრთხილი.
თხის რქა ♑
ნუ მიიღებთ მონაწილეობას მასობრივ ღონისძიებებში. ეცადეთ, ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. შვებას მოგიტანთ, საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა. ეს პერიოდი, ყოველდღიურ საქმეებსა და დასვენებას დაუთმეთ.
მერწყული ♒
მეტი სიდინჯე გმართებთ, რათა ხელიდან არ გაუშვათ კარგი შესაძლებლობები. ნუ იქნებით ზედმეტად მიამიტი. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მეტი ნდობა გამოიჩინეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ.
თევზები ♓
თქვენთან ურთიერთობა, მარტივი არ იქნება, რადგან ეჭვის თვალით შეხედავთ ყველას. ეს კი, ბევრ ადამიანთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს. საქმიანი მოლაპარაკებები, დინჯად და აუჩქარებლად აწარმოვეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ჯანდაცვის სამინისტრო - NCDC-ს რეკომენდაციები ცხელ დღეებთან დაკავშირებით
⭕„ნამდვილი ასტროლოგია არც სასწაულებს ჰპირდება ადამიანს და არც ბედს უწერს...“ - უჩა სიხარულიძე
წყარო: tbiliselebi.ge