Digest Logo

„მიმდინარე კვირის ტენდენციები და ენერგეტიკული ცვლილებები” - აკაკი გოგოლაძის ასტროპროგნოზი

1779211787
აკაკი გოგოლაძე

„მიმდინარე კვირის ტენდენციები და ენერგეტიკული ცვლილებები” - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე გვიზიარებს.

პოსტში ძირითადად აქცენტები გაკეთებულია მარსის კუროს ნიშანში გადასვლაზე, ასევე პლანეტა ვენერას კირჩხიბის ზოდიაქოში გადასვლაზე:

„• 19 მაისს, მოქმედებების, მიზნების, ძალის, ენერგიისა და პირადი ნების პლანეტა მარსი ტოვებს ვერძის ♈️ ზოდიაქოს ნიშანს და გადადის კუროს ♉️ ზოდიაქოს ნიშანში სადაც იმოძრავებს 29 ივნისამდე. მარსი კუროში სუსტად ავლენს თავის თვისებებს, რადგან თავის განდევნის ნიშანშია მოხვედრილი, შესაბამისად ამ პერიოდში მარსიანული თემები გამოვლინდება შედარებით სუსტად და არაადეკვატურად.

• მარსის ვერძში ტრანზიტისას თუ მოქმედებები იყო მოულოდნელი, სწრაფი და იმპულსური, კუროში ტრანზიტისას გახდება უფრო ნელი, დინჯი, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული. პოზიტიურ ვარიანტში ეს ტრანზიტი დაგეხმარებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანაში, პრაქტიკულ საქმიანობებში და ფინანსურ აქტივობებში. ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია გაგიჭირდეთ საქმის დაწყება და პირველი ნაბიჯის გადადგმა, იგრძნოთ ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა, გაგიჭირდეთ მოქნილობა და მოიმატოს სიჯიუტემ. კონფლიქტებსა და დაძაბულობას მოერიდეთ ვისაც რუკაში გამოკვეთილი გაქვთ კურო, მორიელი, ლომი და მერწყული. ვისაც მარსი გყავთ კუროში გიწევთ მარსის დაბრუნება, ანუ ამთავრებთ მარსის ორ წლიან ციკლს და იწყებთ ახალს, შესაბამისად კარგი პერიოდია იმ საქმეების დასასრულებლად რაც ორი წლის წინ დაიწყეთ ან ახალი გეგმებისა და მიზნების დასასახავად რაც შემდეგ ორ წელში გინდათ რომ გააკეთოთ.

• 19 მაისს ასევე ურთიერთობების, სიყვარულის, ფინანსებისა და მატერიალური ფასეულობების პლანეტა ვენერა დატოვებს ტყუპების ♊️ ზოდიაქოს ნიშანს და გადავა კირჩხიბის ♋️ ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იმოძრავებს 14 ივნისამდე. თუ ვენერა ტყუპებში უფრო ჰაეროვანია და მნიშვნელობას ფლირტსა და ინტელექტუალურ კავშირებს ანიჭებს, კირჩხიბში ვენერა უფრო ემოციურ უსაფრთხოებას, მზრუნველობას და ღრმა კავშირებს მოითხოვს. პოზიტიურ ვარიანტში მოიმატებს ურთიერთობებში მზრუნველობა, პრიორიტეტული გახდება ოჯახური ჰარმონია, გაჩნდება სურვილი ურთიერთობების გაღრმავებისა და დაოჯახების. ნეგატიურ ვარიანტში კი შესაძლებელია მოიმატოს მესაკუთრეობამ, გადაჭარბებულმა მიჯაჭვულობებმა და ეჭვიანობამ.

•21 მაისს, მზე რომელიც რომელიც პასუხს აგებს ჩვენს სამყაროსადმი აღქმაზე, თვით იდენტიფიკაციაზე და ეგოზე, ტოვებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს და გადადის ტყუპებში

♊️ 21 ივნისამდე. ამ პერიოდში გამარტივდება ინფორმაციის მიღება-გაცემა, წინ წამოიწევს სწავლა-განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. კარგი პერიოდია სოციალური აქტიურობისთვის, მარკეტინგული საქმიანობებისთვის და აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის“, - წერს აკაკი გოგოლაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველთვის მქონდა დროში შეზღუდვა...“ - როგორ მოუტანა ლიზი დარასელიას ქორწინებამ თავისუფლება

⭕ „სინათლის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვისაც სიბნელეში გაუვლია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია