Digest Logo

🎥 „მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი წელი, შემოდის ნათელი და ბნელი გადის ჩვენი ცხოვრებიდან...“ - მიხეილ ცაგარელი 20 მარტზე

1742220286
მიხეილ ცაგარელი

დასავლური კალენდრის მიხედვით, 20 მარტს, ხუთშაბათს ახალი წელი დადგება. მზე ვერძის ზოდიაქოში გადადის, რაც ახალ შანსებს და შესაძლებლობებს გვთავაზობს.

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა:

„მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ახალი წელი, 20 მარტს გვაქვს დასავლური კალენდრით ახალი წელი. მზე გადადის ვერძის ზოდიაქოში, ხსნის ახალ, ერთ წლიან განვითარების წიგნს. შემოდის ნათელი და ბნელი გადის ჩვენი ცხოვრებიდან. 

იხსნება პორტალი კოსმოსური, მოდის საოცარი ენერგია ვერძის და თევზების გასაყარზე. 

ეს არის საკრალური დღე, ამ დღეს ყოველთვის ზეიმობდნენ, ილოცეთ და დალოცეთ ყველა. სიკეთე წამოსწიეთ წინა პლანზე. 20-21 არის ძალიან ძლიერი სასიკეთო ენერგიების მქონე, მავნე ჩვევების წარსულში დასატოვებლად საუკეთესო პერიოდია.  დაიწყეთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან.

გარდა ამისა, დღევანდელი დღეც მნიშვნელოვანია, პლანეტა ნეპტუნი და შემანი ერთდებიან და ეს მარტის ბოლომდე გასტანს. აუცილებლად იქნება დიდი რაოდენობა ნალექისა, წვიმისა, წყალდიდობისა. 

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ ებრძვი შენი სურვილის წინაშე დაკეტილ რკინის კარებს...“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი

ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - ფოტოები

🎥 რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სახლის, ტელეფონისა და მანქანის ნომრებს ? - ნინა სუსლოვას განმარტება