Digest Logo

🎥 „ნუ ებრძვი შენი სურვილის წინაშე დაკეტილ რკინის კარებს...“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი

17 მარტი 13:19
ნუცა შანშიაშვილი

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.

ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხით დაბრუნდა, სადაც სამყაროს კარნახზე, მინიშნებებზე საუბრობს:

„ნუ ებრძვი შენი სურვილის წინაშე დაკეტილ რკინის კარებს.

სამყაროს უსმინეთ, რადგან ყოველ ნაბიჯზე გკარნახობთ უფალი, სამყარო თუ რა გააკეთო და როგორ. შენი შინაგანი კომპიუტერი აი, ამ სენსორებზე უნდა მომართო და მოუსმინო რას გეუბნება.

სამყარო ადამიანის მეშვეობით, ყველაფრის მეშვეობით, ენერგეტიკის, მოძრაობის მეშვეობით ყოველთვის განიშნებს რა უნდა გააკეთო. 

არასდროს შეეწინააღმდეგოთ სიტუაციას, როცა სამყარო გაჩერებს და გეუბნება არა“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - ფოტოები

🎥 რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სახლის, ტელეფონისა და მანქანის ნომრებს ? - ნინა სუსლოვას განმარტება

🎥 7 წანაზარდი კანზე, რომელიც მეჭეჭს ჰგავს და რომლის გარჩევაც უნდა ვიცოდეთ - კოტე თოდუას რეკომენდაციები