Digest Logo

🎥 რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სახლის, ტელეფონისა და მანქანის ნომრებს ? - ნინა სუსლოვას განმარტება

1742213269
ნინა სუსლოვა

რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სახლის, ტელეფონისა და მანქანის ნომრებს ? - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა:

„ციფრებს თავისი მნიშვნელობა, ენერგია და ვიბრაცია აქვს. თითოს უმნიშვნელო დეტალებია, რომლებიც ერთ მთლიანობას და კითხვის ნიშნებს ბადებს. გავლენას ახდენს წარმატებასა და ჯანმრთელობაზე.

ბინის ნომრის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია ენერგია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. როგორც ჩვენი დაბადების თარიღი, ასევე ბინის ნომერიც თავის გავლენას ახდენს იმ სახლის ენერგიაზე რომელშიც ვცხოვრობთ ან ვიმყოფებით. კორპუსის შემთხვევაში ხდება გათვალისწინება მდებარეობით, შემდეგ სართულით და შემდგომ ბინის ნომრით. ქუჩის ნომერი ახდენს მოცემულ კორპუსზე გავლენას, სართული, კონკრეტულ სივრცეზე და ბინის ნომერი უშუალოდ ჩვენზე.

იმ შემთხვევაში თუ ვარჩევთ ამ ნომრებს, ორნიშნა ან მეტნიშნა ციფრები უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა რიცხვებამდე და განვიხილოთ თითოეულის მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში თუ ასო აქვს დამატებული, მათაც თავისი მნიშვნელობა აქვს და უნდა შევკრიბოთ ისინი.

1-იანი არის დამოუკიდებლად განვითარებისთვის კარგი, მათთვის ვისაც მარტოობა უყვარს.

2-იანი კარგია მათთვის, ვინც სიყვარულს და მეორე ნახევარს ეძებს.

3-იანი პოზიტიური და სტუმართმოყვარე ხალხისთვის. ცუდი არის მათთვის ვისაც სიმშვიდე უყვარს.

4-იანი სტაბილურობისა და სიმყარის სიმბოლოა, ნაკლებად არის ცვლილებები.

5-იანი არის მათთვის ვინც ჩააბარა უნივერსიტეტში, დაკავშირებულია ცოდნასთან და ინფორმაციასთან, რაც ნებისმიერ წამოწყებას ამარტივებს.

6-იანი ეს არის ურთიერთობები, ერთმანეთის გათვალისწინება და მზრუნველობა.

7-იანი კარგი არის მათთვის, ვისაც არ უყვარს ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ასევე ვისაც უყვარს მოგზაურობა.

8-იანი ეს არის მატერიალური კეთილდღეობის და კარიერული განვითარების სიმბოლო.

9-იანი საინტერესოა, რადგან მოქმედებს მათზე, ვისაც სულიერი სიმშვიდე, კომფორტის პოვნა და ჰარმონია სჭირდება“, - აღნიშნავს ნინა სუსლოვა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 7 წანაზარდი კანზე, რომელიც მეჭეჭს ჰგავს და რომლის გარჩევაც უნდა ვიცოდეთ - კოტე თოდუას რეკომენდაციები

⭕გერმანიაში ქართველ კაცს ეძებენ, რომელმაც ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

🎥 შეგეცვლებათ თუ არა ყოველთვიური შენატანი სესხზე? - საბანკო სექტორში სიახლეებია