ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.
ამჯერად, იგი საზოგადოებას ლილიტზე ესაუბრება და ამბობს, პირად რუკაში მისი არსებობა მიგვანიშნებს იმ არენაზე, სადაც რაღაცის გვრცხვენია და გადახდილი გვაქვს ფასი იმისთვის, რომ საკუთარი შიშები შევინახოთ:
„ლილიტი არ არის „ცოდვა“. ის არის ის თავისუფლება, რომელიც ოდესღაც წაგვართვეს და მას შემდეგ გვეშინია, რომ მოვითხოვოთ.
ლილიტი პირად რუკაში მიგვანიშნებს იმ არენაზე, სადაც რაღაცის გვრცხვენია და გადახდილი გვაქვს ფასი იმისთვის, რომ საკუთარი შიშები შევინახოთ. როდესაც ლილიტი არ არის გააზრებული, ადამიანი უარს ამბობს საკუთარ თავზე, ან სიბნელეში ფარულად მოქმედებს. მისი დამუშავება ნიშნავს, რომ არ შეგრცხვეს საკუთარი სურვილის, ვნების, სიმკაცრის, რადგან ის, ვისაც თავისუფლების ეშინია, ვერც სულიერებას აღწევს.
რომელ სახლშიც და ასპექტებში გვაქვს ლილიტი, იქ ვატარებთ სირცხვილის განცდას, რადგან წინა ცხოვრებაში იქ გადავამეტეთ და გამოვავლინეთ გარყვნილების ნიუანსები მოქმედებაში, ახლა კი ეს თემები ტაბუირებული გვაქვს.
ზოგადად, ადამიანს შეიძლება წლები იცნობდე და მაინც უამრავ რამეს მალავდეს. ლილიტი ის ერთ-ერთ ერთი ზონაა რუკაში, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრება დამალოს ადამიანმა, რადგან იქ დევს აუხსნელი სირცხვილის ენერგია, რომელიც შიშიშვლეს უტოლდება“, - წერს უჩა სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კიდევ ერთი გამარჯვება, კიდევ ერთი სასწაული“ - „დანტესი“ ლილიანას ახალ კადრებს გვიზიარებს