Digest Logo

„მხოლოდ ერთ წერტილს ნუ მიაშტერდებით“ - მარტივი პრაქტიკა 12-13 აგვისტოსთვის თამუნა იოსელიანისგან

1786543953
თამუნა იოსელიანი

12 აგვისტო ასტროლოგიურად გამორჩეული დღეა — ლომის ნიშანში ახალი მთვარე და მზის სრული დაბნელება ერთდროულად ხდება, რაც ასტროლოგების შეფასებით ცვლილებების, ახალი დასაწყისებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდად მიიჩნევა.

ამავე პერიოდში აქტიურია პერსეიდების მეტეორული ნაკადიც, ხოლო ცაზე რამდენიმე პლანეტის განლაგება დღის განსაკუთრებულ ასტროლოგიურ ფონს ქმნის.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციასა და მარტივ პრაქტიკას მინეროლოგი თამუნა იოსელიანი, სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

🌠 12 აგვისტო პერსეიდების ვარსკვლავთცვენა! ცა სიტყვასიტყვით ვარსკვლავებით მოიფინება

🌠 ✨ ოცნებების მომენტია! მოემზადეთ სურვილების ჩასაფიქრებლად 12-დან 13 აგვისტოს ღამეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეტეორული ნაკადის, პერსეიდების, პიკი დადგება.

🌑 2026 წელს კი გარემოებები განსაკუთრებულია: პერსეიდების პიკი ემთხვევა ახალმთვარესა და მზის დაბნელებას. მთვარის შუქი ღამის ცას თითქმის არ გაანათებს, ამიტომ სუსტი მეტეორებიც კი უფრო შესამჩნევი იქნება. იდეალურ პირობებში შესაძლებელია საათში 100-მდე მეტეორის დანახვა.

თუმცა ქალაქის ცენტრიდან სამყარო ხშირად თავის „შემოკლებულ ვერსიას“ გვიჩვენებს ქუჩის განათებებსაც ხომ სურთ მონაწილეობა 

🕰 როდის დავაკვირდეთ თბილისის დროით? 

🌠 პერსეიდების აქტიური პერიოდი: 17 ივლისი — 24 აგვისტო

🔥 მთავარი ღამე: 12-დან 13 აგვისტოს

👀 დაკვირვებისთვის მოსახერხებელი დრო: დაახლოებით 22:30-დან 04:30-მდე

⚡️ ასტრონომიული მაქსიმუმი მოსალოდნელია დაახლოებით 05:00–07:00 საათზე, თუმცა ამ დროისთვის ცა უკვე იწყებს განათებას.

🔭 მოძებნეთ პერსევსის თანავარსკვლავედი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, თუმცა მხოლოდ ერთ წერტილს ნუ მიაშტერდებით, მეტეორები ცის სხვადასხვა ნაწილში შეიძლება გამოჩნდნენ.

ტელესკოპი საჭირო არ არის. მთავარია ღია სივრცე, ქალაქის განათებისგან რაც შეიძლება მოშორებული ადგილი და დაახლოებით 20 წუთი, რათა თვალები სიბნელეს შეეგუოს.

🌠 მაგრამ პერსეიდები მხოლოდ ლამაზი ციური მოვლენაც არ არის. სიმბოლურად, ცაზე გადამფრენი ნათელი კვალი გვახსენებს: ზოგჯერ ძველი უნდა დასრულდეს, რათა ახალს გზა გაეხსნას.

👇🏻 აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ ღამეს:

👇🏻 ✨ პრაქტიკა „ერთი ვარსკვლავი — ერთი სურვილი“.

✨ 23:00 საათამდე აირჩიეთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი. არა 48 პუნქტი წვრილი შრიფტით . სამყაროს დღეს განაცხადების მიღების ცალკე განყოფილება არ აქვს

😅 როდესაც მეტეორს დაინახავთ, ხელი გულზე დაიდეთ და თქვით:

💫 „როგორც ეს ვარსკვლავი ანათებს ცას, ისე ნათდება ჩემი გზა შესაძლებლობებით. ჩემი სურვილი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო და უსაფრთხო გზით მოდის. ასე იყოს!“ შემდეგ რამდენიმე წამით წარმოიდგინეთ, თითქოს ეს სურვილი უკვე თქვენი ცხოვრების ნაწილია.

📝 პრაქტიკა „ვუშვებ — ვირჩევ — ვმოქმედებ“.

📝 დაყავით ფურცელი სამ ნაწილად და დაწერეთ:

1️⃣ რას აღარ წავიღებ თან

2️⃣ რას ვირჩევ ჩემი ახალი ცხოვრებისთვის

3️⃣ რა იქნება პირველი რეალური ნაბიჯი, რომელსაც 15 აგვისტომდე გადავდგამ პირველი ნაწილი დახიეთ და გადააგდეთ. მეორე და მესამე ნაწილი შეინახეთ მომდევნო ახალმთვარემდე.

💧 პრაქტიკა „ვარსკვლავური წყალი“ .💧 გამჭვირვალე ჭიქაში ჩაასხით სასმელი წყალი, დააფარეთ თავსახური ან სუფთა საფარი და საღამოს ფანჯრის რაფაზე დადგით. წყლის თავზე თქვით:

💫 „ვარსკვლავების სინათლით წყალს ვავსებ, ჩემი ბედნიერი გზის კარს ვხსნი. სიცხადე, ძალა და იღბალი შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში. ასე იყოს!“ დილით დალიეთ რამდენიმე ყლუპი და გონებაში გაიმეორეთ: „მე ვხედავ შესაძლებლობებს. მე საკუთარ თავს ვირჩევ. მე ვაძლევ ახალს ჩემს ცხოვრებაში შემოსვლის უფლებას.“

🌠 და ყველაზე მთავარი: ნუ ისურვებთ სხვისას, ნუ ეცდებით ადამიანის დაბრუნებას მისი ნების წინააღმდეგ და სურვილს შიშზე ნუ ააგებთ. ისურვეთ ის, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო ნათელს გახდის , არა მხოლოდ თვალებისთვის, არამედ სულისთვისაც.

⭐️ თუ მზად ხართ, დატოვოთ ძველი სცენარი და ახალი გზა გახსნათ, დაწერეთ კომენტარებში: „ვიღებ ჩემს ბედნიერ ვარსკვლავს!“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ ადამიანი თავმდაბლობისკენ არ იზრდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ყველაზე კაშკაშა პერსეიდების მარაგი“ - 12 აგვისტოს ასტროლოგიური მოვლენები: ნინა ხომერიკი

⭕„მრავალგზის გეზეიმოთ დიდგორობა ერთიან და უკეთეს საქართველოში!...“ - გიორგი ლობჯანიძე