
ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას ოქტომბრის დეტალურ პროგნოზზე საუბრობს.
მისი თქმით, მეათე თვე ფორტუნას ბორბალია, სადაც სამყარო გაჯილდოებთ იმით, რაც დათესეთ:
„მეათე თვის დეტალური პროგნოზი.
რატომ არის მაინცდამაინც მეათე თვე ასე იღბლიანი და წარმატებული?
მეათე თვე არის ფორტუნას ბორბალი, ეს არის ძალიან დიდი იღბალი, მიღწევები. სამყარო ყოველთვის გაჯილდოებს იმით, რაც გაგიკეთებია მთელი წლის განმავლობაში.
ყველა თვეს აქვს თავისი ენერგია, დანიშნულება, ამიტომ 9-იანის ენერგიაში თუ სწორად იცხოვრე, მეათე ენერგიის მიხედვით, ფორტუნას ბორბალი, სამყარო გაჯილდოებს ბენეფიტების სახით.
ამ ყველაფერს კი სწორი პრაქტიკები სჭირდება“, - ამბობს თათია გარანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: