ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას 28 აგვისტოს მთვარის დაბნელების შესახებ უზიარებს რჩევებს.
„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!
ჩემო მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ, რომ გველოდება განსაკუთრებული ენერგეტიკული პერიოდი:
28 აგვისტოს, საქართველოს დროით:
მთვარის დაბნელება — 08:14 საათზე
(ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, იხელმძღვანელეთ თქვენი ადგილობრივი დროით)
სავსემთვარეობა — 08:20 საათზე
ამ პერიოდში ორგანიზმში ენერგიები ძლიერად მოზღვავებულია, რაც შესაძლოა მყისიერად გადაიზარდოს უმართავ აგრესიაში.
როგორ დავიცვათ თავი და გავუფრთხილდეთ ენერგიას:
ილოცეთ, იგრძენით მადლიერება და სიყვარული, დალოცეთ ყველა.
იყუჩეთ და მოერიდეთ გადაღლას, რადგან მომატებულმა ენერგიებმა შესაძლოა შეგაწუხოთ.
მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებსა და ნეგატიურ ინფორმაციებს.
არ მისცეთ სხვებს უფლება, სიმშვიდე დაგირღვიონ; დაიცავით პირადი საზღვრები და უბრალოდ მოცილდით იმ
გარემოს, რომელიც შფოთვას იწვევს.
კვება და ჯანმრთელობა:
სასურველია მსუბუქი კვება.
გამორიცხეთ ხორცი, თამბაქო, ალკოჰოლი და შეამცირეთ ყავა.
კარგია კონტრასტული (მონაცვლეობითი) შხაპის მიღება.
არ ვარგა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, მსხვილი შენაძენების ყიდვა-გაყიდვა, სესხისა და ახალი ვალდებულებების აღება.
მოერიდეთ მზისა და მთვარის პირდაპირ სხივებს. თუ გარეთ ყოფნა გიწევთ, დაიფარეთ ქუდი და გაიკეთეთ მზისგან დამცავი მუქი სათვალე.
ამ დღეს მთვარესაც და მზის სხივებსაც მძიმე, ნეგატიური გამოსხივება აქვთ, რომელიც გრძელდება სამი დღე.
პრაქტიკა შინაგანი გაღიზიანების დროს:
თუ იგრძენით, რომ მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ:
1. გაჩერდით ერთი წამით.
2. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ (გაიმეორეთ რამდენჯერმე).
3. გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები:
„მე ვუშვებ და ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!“
გაატარეთ ეს დღეები სულიერ სიმშვიდეში. ნუ გადაიღლით თავს ზედმეტი აქტივობით.
დაიცავით საკუთარი ენერგიები — მერწმუნეთ, ისინი კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!
სიკეთე და სიყვარულში გქონოდეთ“, - წერს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი გასვიანი დედასთან ერთად ამღერდა - „რა კარგი ხმები და რა ტკბილი შესრულება“
⭕ქრისტინე იმედაძე მეუღლესთან ერთად სენ-ტროპეში ისვენებს - კადრები საფრანგეთიდან