Digest Logo

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ - მიხეილ ცაგარელი 12 აგვისტოს ახალმთვარეობაზე

1786517250
მიხეილ ცაგარელი

დღეს, 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წერს და ამ მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ რჩევებს გვიზიარებს. 

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!

ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა (საქართველოს დროით 22:38 საათზე,
ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და მზის დაბნელება (საქართველოს დროით 21:47 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)!

ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ:

მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას — ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ.

კვება - მსუბუქი.

დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა (შეამცირეთ მაინც).

არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.

მოერიდეთ მზის სხივებს (თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავი
მუქი სათვალე!

დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს (სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება ,,დაბნელების დერეფნის” განმავლობაში ანუ მთვარის დაბნელებამდე (28 აგვისტო, 08:14 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და სავსემთვარეობამდე ( 28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) !!!

დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?

თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე,

შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები:

„მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას…
მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!”

კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება.

დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში. ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით
მაინცდამაინც დღეს!

დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!  
სიკეთე გქონოდეთ…“, - წერს ასტროლოგი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება - ასტროლოგები ასახელებენ

⭕ 12 აგვისტოს თქვენი ცხოვრების ახალი სცენარი იწყება - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?

⭕ „12 აგვისტო განსაკუთრებული დღეა! ჩამოწერეთ სურვილები და მიზნები“ - რა უნდა გააკეთოთ დღეს, რჩევები თაკო მელიქიშვილისგან!