2025 წელი დასასრულს უახლოვდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბრის ბოლომდე არსებული დღეები შეგვიძლია, ნაყოფიერად გამოვიყენოთ და 2026 წელს წარმატებით შევხვდეთ. ამ მხრივ, 22-28 დეკემბრის კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც ასტროლოგების თქმით, განვითარებული მოვლენები სიახლეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისაკენ გვიბიძგებს:
ვერძი
მოგიწევთ, საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც დაიწყეთ. შესაძლოა, ეს დასასრული წარმატებული იყოს ან კიდევ დაემშვიდობოთ იმ საქმეებსა და პროექტებს, რომლებზეც ერთ დროს ბევრს ფიქრობდით, თუმცა დროთა განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. მიმდინარე კვირა თქვენთვის საინტერესო იქნება იმ კუთხითაც, რომ შესაძლოა, სამსახურში ახალი შეთავაზება, კარიერულად დაწინაურების შანსი მიიღოთ, შეხვდეთ ძველ ნაცნობებს, განაახლოთ ურთიერთობები და წელი დადებითი განწყობით დაასრულოთ.
კურო
კურო გაზრდილ პასუხისმგებლობასა და ფინანსების გადახედვის აუცილებლობას იგრძნობს. დღესასწაულებისთვის მოსამზადებლად, საყიდლების სიის შესადგენად და ოჯახური ტრადიციების გასაძლიერებლად კარგი დროა. გარდა ამისა, ურთიერთობებში სითბო, მზრუნველობა გამოხატეთ, საყვარელ ადამიანებს მცირე საჩუქრები გაუზიარეთ. ეს მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ და თავადაც სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
ტყუპები
ტყუპებს ინტენსიური კომუნიკაცია, უამრავი ზარი და სიახლე ელის. ამიტომ, მოემზადეთ, შესაძლოა, მიმდინარე კვირამ თქვენი სამომავლო წარმატებები განსაზღვროს. გარდა ამისა, ეს კვირა მეგობრებთან მოკლე შეხვედრებისა და საერთო პროექტების დაგეგმვისთვის შესანიშნავია. რომანტიკულ სფეროში ასევე სასიამოვნო შეხვედრები და თავგადასავლები გელით.
კირჩხიბი
კირჩხიბებმა ოჯახურ საკითხებსა და ფინანსებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. დროა, მოაგვაროთ მცირე უთანხმოებები და ოჯახური ზეიმებისთვის მოემზადოთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა დაგეხმარებათ, რომ სამსახურში წლის ბოლო პერიოდით გამოწვეულ საქმეებს კარგად გაუმკლავდეთ, შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა და 2026 წელთან შესახვედრად კარგად მოემზადოთ.
ლომი
მიმდინარე კვირა შემოქმედებითი იდეების რეალიზებაში დაგეხმარებათ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ თქვენთვის საინტერესო აქტივობებში ჩაერთოთ და თვითგანვითარებაზე იფიქროთ. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი კვირაა იმისათვის, რომ რომანტიკული შეხვედრები და წვეულებები დაგეგმოთ. ურთიერთობები ცოცხალი ემოციებით, ბევრი სიხალისითა და დადებითი განწყობით იქნება სავსე.
ქალწული
ასტროლოგები ქალწულებს ურჩევენ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ყურადღება მიმდინარე დავალებების შესრულებასა და გეგმების შედგენას დაუთმოთ. სამსახურში შესაძლოა, სასიამოვნო ამბები გაიგოთ, დაწინაურების პერსპექტივა გაჩნდეს ან უკეთესი, თქვენთვის სასარგებლო საქმე თუ პროექტი აღმოაჩინოთ. ახალი წლისთვის მზადება მარტივი იქნება, თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ.
სასწორი
სასწორები მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან უფრო ახლოს ყოფნის აუცილებლობას იგრძნობენ. ეს კვირა საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან შეკრებისა და მათთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის იდეალურია. დადებითი ემოციები მოგცემთ შესაძლებლობას, 2026 წელიც კარგი განწყობით დაიწყოთ და თქვენს მიზნებს მიაღწიოთ.
მორიელი
მორიელებს მიმდინარე კვირა შინაგან სიმშვიდეს მოუტანს. ეს არის ეტაპი, როდესაც შეგიძლიათ, განვლილი პერიოდები შეაფასოთ, აღნიშნოთ წარმატება, წარუმატებლობა კი კარგ გაკვეთილად გადააქციოთ. მნიშვნელოვანია, ყველა გადაუჭრელი საკითხი საბოლოოდ გადაჭრათ და 2026 წელს უფრო მკაფიო გეგმით შეხვდეთ. თუ ამ კვირას სამომავლო გეგმების განსაზღვრასა და დროის სწორად გადანაწილებას დაუთმობთ, მომდევნო წელს წარმატებულად დაიწყებთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ და ნებისმიერ გამოწვევას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგანაც მოგიწევთ, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში ყველა გადაუჭრელი საკითხი საბოლოოდ მოაგვაროთ. მაგრამ, დასვენება ნუ დაგავიწყდებათ. განტვირთვას დრო აუცილებლად დაუთმეთ და დადებითი განწყობა შეიქმენით.
თხის რქა
თხის რქებს მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება და ცვლილებებისთვის მომზადება მოუწევთ. პასუხისმგებლობისა და დაგეგმვის შესანიშნავი უნარი დაგეხმარებათ, რომ არსებული ვალდებულებები შესანიშნავად შეასრულოთ. ამ პერიოდში საკუთარ ემოციურ მდგომარეობას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ, განიტვირთეთ, რომ მოახლოებულ დღესასწაულებს კარგი განწყობით შეხვდეთ.
მერწყული
ეს კვირა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ძველი გაუგებრობების მოგვარების შესაძლებლობას მოგცემთ. შთაგონება შემოქმედებითობისა და არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებით მოვა. კეთილი საქმეების გაკეთებისა და სხვების დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც თავადაც დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ.
თევზები
თევზებს ასტროლოგები ურჩევენ, ყურადღება შინაგან ჰარმონიასა და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციაზე გაამახვილონ. ეს კვირა შეძლებისდაგვარად დასვენებას დაუთმეთ. საყვარელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო საუბრები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ და მოგცემთ მოტივაციას, რომ წლის ბოლოსთვის ყველა საქმე მოაწესრიგოთ და 2026 წელს განახლებული გეგმებით შეხვდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge