Digest Logo

„მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და სტრატეგიის შექმნა მომდევნო ცხრა დღისთვის“ - 18 ოქტომბერი ენერგეტიკულად ძლიერი დღეა

1760781541
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 18 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს:

„18 ოქტომბერი ენერგიულად ძლიერი დღე:

დღეს, დღეს მართავს ძლიერი ერთეულის (1) ენერგია.

ეს არის ახალი დასაწყისების დღე — ყველაფერი, რაც დაიწყება ახლა, დიდ პოტენციალს შეიცავს. ენერგია ძალიან ძლიერია და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, გამოიყენებთ თუ არა მას შემოქმედებისთვის თუ ნგრევისთვის.

მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდე და სტრატეგიის შექმნა მომდევნო ცხრა დღისათვის.

იყავით პოზიტიური, კეთილი და გულწრფელი — როგორც სამართლიანი მეფე.

გამოიჩინეთ მოთმინება, თავდაჭერა და მიზანმიმართულება.

შესანიშნავი დღეა ახალი პროექტების, პროცესების და საქმეების დასაწყებად.

აკონტროლეთ სურვილი იძალადოთ სხვებზე ან აჩვენოთ აგრესია. იმოქმედეთ ყურადღებით და თანაგრძნობით.

არ არის რეკომენდებული კონტრაქტების, ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერა.

გადადეთ დიდი შესყიდვები და საკრედიტო საკითხების გადაწყვეტა სხვა დღისთვის.

დღეს შაბათია — ყველაზე იღბლიანი დღე ცნობიერების რიცხვისთვის №8 (ვინც დაბადებულია 8, 17 ან 26 რიცხვში). მათთვის რეკომენდებულია ტანსაცმელი ლურჯისა და ცისფერ ტონებში“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბოროტების „განვითარება“ პროგრესის სახელით უზნეობის, უსამართლობის, უპრინციპობისა და ყალბი გემოვნების დამკვიდრება სამყაროს დასასრულია“ - გია მურღულია

„ამ ელემენტის მეშვეობით ორგანიზმში სინთეზირდება ელასტინი“ - ვენებისთვის სასარგებლო და საზიანო საკვები

„ცოტა ხანში, ჩვენი სახელები არქივის საკუთრება, ხორცი, რომელიც ასე მოგვწონს მიწის საკუთრება გახდება“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება