Digest Logo

🎥 „მოეკიდეთ საქმეებს მეტი ყურადღებით და არ გათქვათ საკუთარი გეგმები“ - 27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1748325660
#ნინა_სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ ეს დღე მაქსიმალურად კარგად და პოზიტიურად გაატაროთ, რადგან როგორ გაატარებ ამ დღეს დიდ გავლენას მოახდენს შემდეგ დღეებზე“, - 27 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:

ვერძი

მოგეთხოვებათ გამოიმუშაოთ მეტი დისციპლინა და ყურადღებით მოეკიდოთ ყველა საქმეს. თქვენი თითოეული ქმედება უნდა იყოს კარგად ნაფიქრი, არ გარისკო და იყავით წინდახედულები. 

კურო

ეცადეთ არ გათქვათ თქვენი სამომავლო გეგმები, კარგად გადაამოწმეთ ინფორმაცია რომელიც თქვენამდე მოვა.

ტყუპები

საინტერესო დღე გელოდებათ, კარგი იქნება გადააფასოთ მეგობრებთან ურთიერთობები. დააკვირდით ადამიანებს ვინც თქვენ გარეშემო არიან ხომ არ გიშლიან ხელს წარმატების მიღწევაში.

კირჩხიბი

საინტერესო დღე გელოდებათ, იყავით თამამები და გამოიჩინეთ ინიციატივა. ენდეთ ინტუიციას. 

ლომი

მოგეთხოვებათ წინდახედულობა შეეცადეთ კარგად დაფიქრდეთ და ისე გადადგათ ნაბიჯები, თუ საქმე გაქვთ შესასრულებელი უმჯობესია თქვენ გააკეთოთ და არ გადააბაროთ სხვას. 

ქალწული

მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური მიმართულება, თუ ამ მხრივ აპირებთ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, ჯერ კარგად დაფიქრდით.

სასწორი

მნიშვნელოვანი დღეა, კარგი იქნება იზრუნოთ ურთიერთობის გამოსწორებაზე. თუ დახმარების თხოვნით მოგმართავენ, დაეხმარეთ.

მორიელი

კარგი იქნება ეს დღე ოჯახს და ნათესავებს დაუთმოთ, თუ ასევე სახლში დიდი ხანი გინდოდათ რაღაცის გაკეთება, დღე შეგიძლიათ ამისთვისაც გამოიყენოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ არ იყოთ ქაოსური, მეტი დისციპლინა გმართებთ იმისთვის, რომ თქვენი ქმედებები იყოს სწორი. გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, თქვენც ეცადეთ არ გათქვათ საიდუმლოები.

თხის რქა

პრობლმები, რომელსაც დიდი ხანი ვერ აგვარებდით, მოგეცემათ საშუალება გადადგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით.

მერწყული

ეცადეთ დღეს არ იყოთ ზედმეტად აქტიურები, სიმშვიდე აუცილებლად გჭირდებათ. 

თევზები

გჭირდებათ მეტი სითამამე, შეგიძლიათ ინიციატივა აიღოთ საკუთარ თავზე, რათა უფრო მეტად მიაღწიოთ წარმატებას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ამინდი მკვეთრად იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს