Digest Logo

გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

1748322433
გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

ამის შესახებ სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის“, - აცხადებენ სუსში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და...მკრე­ხე­ლუ­რი იყო...“ - რა მოხდა Open air-ზე?

🎥 „ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთმანეთზე დამოკიდებულის დღე...“ - გიორგი კეკელიძე შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

⭕„მომინდა 2000-იანებში...ქობულეთში დედაშენის დაქალებთან ერთად სიმინდი...“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი?