ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პირველი დეკემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„1 დეკემბერი: მისტიკის, შემოქმედებისა და პოზიტივის დღე
დღეს საერთო დღე იმართება ციფრ 4-ის ენერგიით. შენი განწყობა დღეს მაგნიტივით მიიზიდავს სიურპრიზებსა და საჩუქრებს.
რა არის რეკომენდებული:
✅იფიქრე კრეატიულად, გამოავლინე შემოქმედებითი მხარე
✅შეინარჩუნე პოზიტიური განწყობა - მედიტაციები, აფირმაციები, ნეიროპრაქტიკები
✅ფულთან იყავი რაციონალური, გამოიჩინე ეკონომიურობა
✅დასახე მიზნები — დღე ხელს უწყობს დაგეგმარებას
რას უნდა მოერიდო:
❌ სევდასა და ნეგატიურ ფიქრებს
❌ კრიტიკას, განკითხვასა და ჭორებს — ყურადღება მიაქციე სიტყვებს
❌ საბუთების ხელმოწერასა და სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას — ისინი შესაძლოა „მისტიკურად“ არ გამართლდეს.
ასევე დღეს ორშაბათია და ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია 2, 11, 20, 29 რიცხვში დაბადებულთათვის
(თქვენი ფერები: თეთრი და ღია მწვანე)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიმშვიდე + ნათელი განწყობა = სწორი დასაწყისი“ - როგორ შევხვდეთ ენერგეტიკულად დატვირთულ 2026 წელს