Digest Logo

„ქალი, რომელმაც ბედნიერება ფულის გარდა ვერაფერში ნახა, უნიტელექტობაც საკმარისია, შვილს ცხოვრება გაუმწარო...რთული „ქეისია“ ქართველი დედამთილი“ - ალექსანდრა პაიჭაძე

1764579246
ალექსანდრა პაიჭაძე

ახალგაზრდა მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა, პირადი ცხოვრებით და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.

გარდა ამისა, მას რომანი ჰქონდა ბიზნესმენ დავით კოდუასთან, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ბინიდან გააგდო.

იგი წერს, რომ ქალი, რომელმაც ბედნიერება ფულის და მუშაობის გარდა ვერაფერში ნახა, არც შვილს მისცემს ბედნიერების უფლებას:

„არა ხალხო, რა არის დაუჯერებელი. ვენდობოდი კაცს, რომელიც მიყვარდა და გამაწბილა... რა არის აქ გასაკვირი. უბრალოდ ასეთი კარგი და მიმნდობი არ ვიქნები არასდროს. ეგ არის და ეგ. არც თქვენ იყოთ, გთხოვთ. 

ჩემს გარშემო უამრავია ასეთი შემთხვევა. ქალი, რომელმაც ბედნიერება ფულის და მუშაობის გარდა ვერაფერში ნახა, იქაც სადავოა ნახა თუ არა, არც საკუთარ შვილებს მისცემს ბედნიერების უფლებას და საშუალებით. განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა ქალები არიან მისი ბიჭუნების ბედნიერების მიზეზები. 

ძალიან რთული „ქეისია“ ქართველი დედამთილი.

მე მართალია არ მეკუთვნის არავინ დედამთილად, ჩემი პირველი მეუღლის დედა უკარგესი ქალი იყო და არის, მაგრამ ჩემ გარშემო უამრავი გოგონა აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. უბრალოდ უინტელექტობაც საკმარისია შვილს ცხოვრება გაუმწარო“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიმშვიდე + ნათელი განწყობა = სწორი დასაწყისი“ - როგორ შევხვდეთ ენერგეტიკულად დატვირთულ 2026 წელს

„მიმდინარეობს მასობრივად ადამიანების ფანატიზმში ჩართვა, პანიკის გამოწვევა და უკიდურესობებისკენ გაძღოლა“ - რას წერს თეო ხაბულიანი

19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა - ოთარ ტატიშვილი 54 წლის გახდა