ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე და ციურ მოვლენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს კვირა განსაკუთრებული დღეებითაა დატვირთული. გეომეგნიტური დღეები კი სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი იქნება. როგორც ცაგარელი განმარტავს, აღნიშნული დღეები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს განსაკუთრებით შეეხება.
მიხეილ ცაგარელის თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან მთვარის დაბნელებაა მოსალოდნელი რომელსაც სატანურ პერიოდს ეძახიან. საუბარია სამშაბათსა და ოთხშაბათზე. არ არის ხელსაყრელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მოსალოდნელია ტრავმები. მოიმატებს ტყუილების ალბათობა. ასტროლოგი გვირჩევს, რომ წარსულზე არ ვიფიქროთ და ვიყოთ პოზიტიურად.
მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, რომ 22 სექტემბერს მზე სასწორის ნიშანში გადადის და ქალწულის ნიშანს ტოვებს, ასევე გვაქვს დღე-ღამ ტოლობა. მისი თქმით, ამ დღეს სასურველია მეტად ვიოცნებოთ და ვილოცოთ
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
♈ ვერძი
იწყება უკეთესი პერიოდი, ენერგოტონუსი მატულობს. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება და ჯანმრთელობის პრობლემებსაც გამოასწორებთ. გააუმჯობესებთ ურთიერთობას უფროსებთან და ახლობლებთან.
♉ კურო
აკონტროლეთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები. ენერგოტონუსი მაღალია. ფინანსური კუთხით კარგი პერიოდია და შესაძლოა დივიდენდები მიიღოთ. წარმატების შანსები არის. პირადი და შვილებთან ურთიერთობებისთვის საუკეთესო დროა.
♊ ტყუპები
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. ასევე გელით შესანიშნავი თავგადასავლები. მოაწესრიგებთ ურთიერთობებსა და საქმეებს.
♋ კირჩხიბი
მთავარი პრობლემაა ილუზია. თავი არ მოიტყუოთ, მაშინ ფანტასტიკური კვირა გექნებათ. საინტერესო დროა მგზავრობისთვის და გადაადგილებისთვის.
♌ ლომი
გამოცოცხლდებით თქვენი დრო მოდის და ავტორიტეტი უმჯობესდება. ასევე გეძლევათ ფინანსური კეთილდღეობის გაზრდის შანსი.
♍ ქალწული
ენერგო ტონუსი და იღბლიანობა მაღალია, მიზიდულობა საოცარი. შეგიძლიათ შეიცვალოთ გარეგნული იმიჯი. კარგი დროა საქველმოქმედო აქციებისთვის და ღონისძიებისთვის.
♎ სასწორი
ცოტა მოითმინეთ და ყურადღებით იყავით. შარმი იზრდება და მიზიდულობაც მატულობს, თუმცა ფრთხილად იყავით ფარულ მტრებთან, მათ არ სძინავთ. ენას კბილი დააჭირეთ საიდუმლოდ იმოქმედეთ. შემდეგი კვირიდან კი ფრთებს გაშლით.
♏ მორიელი
საკმაოდ ეფექტური ენერგიული წარმატებული და ენერგიული ხართ. შეგიძლიათ მოგებიანად გადაწყვიტოთ როგორ საკუთარი, ისე სხვისი პრობლემები. შესაძლოა საინტერესო ადამიანებიც კი გაიცნოთ.
♐ მშვილდოსანი
თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება. ენერგოტონუსი იზრდება, შესაბამისად უფრო მშვიდები და სტაბილურები ხდებით. პარტნიორები გეხმარებიან. თქვენთან პრობლემაა თქვენი სარკასტული და გესლიანი გამოთქმები. იყავით ყურადღებით.
♑ თხის რქა
წარმატებლი კვირაა. ბრწყინვალე ხელმძღვანელი ხართ. მგზავრობა-მგზაურობის კუთხით მშვენიერი პერიოდია. საუკეთესო დროა უცხოელებთან კონტაქტისა და უცხო ენის შესწავლისთვის. ასევე მშვენიერი პერიოდია პარტნიორული და სასიყვარულო კუთხით.
♒ მერწყული
მიზიდულობა და ინტუიცია მაღალია. შესაძლოა მიიღოთ კოსმოსური საჩუქრები. იყავით ყურადღებით ფინანსებთან. მოერიდეთ ფულის დაბანდებას.
♓ თევზები
ჯანმრთელოობის და პარტნიორული თანამშრომლობისთვის შესანიშნავი პერიოდია. საუკეთესო დროა ახალ საქმესა და ბიზნესში ჩართვისთვის. მოიშორეთ ცუდი ფიქრები და არ იფიქროთ წარსულზე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით