Digest Logo

ევროპის კოსმოსური სააგენტო 2040 წლისთვის მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენებას გეგმავს

1776173903
ევროპის კოსმოსური სააგენტო

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2030 წელს დედამიწის თანამგზავრზე უპილოტო სადესანტო მოდულ „არგონავტის“ (Argonaut) გაგზავნას გეგმავს, რომელიც საჭირო ტექნიკით იქნება აღჭურვილი, რის შემდეგაც მთვარის მისიის პოტენციალი ეტაპობრივად გაიზრდება.

ინფორმაცია Der Spiegel-ს პილოტირებული და რობოტიზებული კოსმოსური ფრენების დირექტორმა დანიელ ნოიენშვანდერმა გაუზიარა.

„მიზანი მთვარის შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავებაა. ჩვენ გვსურს მივაღწიოთ [დედამიწის თანამგზავრის] სამხრეთ პოლუსს“, - განმარტავს ნოიენშვანდერი.

მისივე თქმით, ეს ლოკაცია ყურადღებას იმით იპყრობს, რომ იქ არსებული უხვი მზის შუქი გამოსადეგია ენერგიის გენერირებისთვის, თუმცა, ჯერ კიდევ შესასწავლია, თუ რა რესურსების მოპოვებაა შესაძლებელი მის გარშემო.

ამასთანავე, ნოიენშვანდერმა აღნიშნა, რომ მთვარეზე დასახული მიზნების მისაღწევად ევროპისთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან პარტნიორობა. მოსალოდნელია, რომ პილოტირებული ხომალდის, Artemis-4-ის ბორტზე, რომლის ფრენა მთვარეზე 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, 2 გერმანელი აღმოჩნდება.

ამ პროექტში ESA მჭიდროდ თანამშრომლობს NASA-სთან. მაგალითად, ხომალდ „ორიონის“ ბორტზე, მისია Artemis 2-ის ფარგლებში დამონტაჟებული იყო ESA-ს სერვისული მოდული, რომელიც ხომალდს, სხვა საჭიროებებთან ერთად, ჟანგბადით, წყლითა და ელექტროენერგიით ამარაგებდა.

ამავდროულად, NASA-მ უარი თქვა მთვარის ორბიტაზე სადგურ Gateway-ს აშენების გეგმებზე, მაშინ, როცა ESA სწორედ ამ პროექტს ეყრდნობოდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დღეს, 14 აპრილს, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს

⭕ „ფულის ენერგია მოდის შენს ცხოვრებაში...“ - რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

„გავიარეთ 2026 წლის ყველაზე რთული თვეები და ტრანსფორმაციული პერიოდი, ენერგიების აღდგენა დაწყებულია“ - ხატია ბედოშვილი

წყარო: imedinews.ge