17 აპრილი. დღე, რომლის შემდეგაც ბევრის ცხოვრება ძველებური აღარ იქნება.
შეიძლება არ გჯეროდეთ ასტროლოგიის, მაგრამ ასეთ პერიოდებს ისინიც კი გრძნობენ, ვინც ამ სფეროთი არასდროს დაინტერესებულა.
ახლა თითქოს შიგნიდან რაღაც „იხრახნება“. ზოგს ყველაფრის მკვეთრად შეცვლა უნდა.ზოგი ფეთქდება.ზოგი კი ხვდება: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
17 აპრილისთვის მთელი ენერგია ერთ წერტილში იყრის თავს: სტარტის, იმპულსისა და პირველი ნაბიჯის ნიშანში. ხოლო უმთვარობის (ახალი მთვარის) დღეს, თითქოს „გაშვების“ ღილაკს აჭერენ თითს.
🔥 ამის შემდეგ პროცესები ძალიან სწრაფად დაიწყებს განვითარებას.ეს არის გადაწყვეტილებების დრო, რომელთა შემდეგაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს: წამოხვიდეთ სამსახურიდან თუ დარჩეთ? დაასრულოთ ურთიერთობა თუ კვლავ მოითმინოთ?დაიწყოთ საკუთარი საქმე თუ ისევ გადადოთ?ეს ის პერიოდია, როცა უნდა გესმოდეთ ,რომ ენერგია არ დაიცდის.თუ არაფერს აკეთებთ, ის „მინუსში“ გადადის: ჩნდება გაღიზიანება, კონფლიქტები, შინაგანი წნეხი. მაგრამ თუ ამ ენერგიას დაიჭერთ, ის პირდაპირ ახალ რეალობაში „გამოგიტყორცნით“.
✨ ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი პერიოდთაგანია, როცა მომავალი ძალიან სწრაფად ფორმირდება. რასაც ახლა აირჩევთ, მომდევნო თვეების განმავლობაში გაიშლება. რა არის მნიშვნელოვანი, ნუ გაართულებთ. უბრალოდ უპასუხეთ საკუთარ თავს: სად და როგორ აღარ მინდა ყოფნა? და მეორე კითხვა: სად მინდა წასვლა სინამდვილეში?„საჭიროა“-ს გარეშე.
„როგორ არის სწორი“-ს გარეშე.მხოლოდ ისე, როგორც მე მინდა. როგორც ჩემთვის იქნება კარგი.და ჩაწერეთ. რადგან ახლა თქვენი ფიქრები ძალიან სწრაფად იქცევა მოქმედებად, ხოლო მოქმედებები რეალობად.
🔥 ეს ახალი მთვარე არის საკუთარი თავის არჩევის სიმამაცეზე. გაბედეთ, იარეთ წინ, წამოდექით დივნიდან, სამყარო კარს გიღებთ, შედით მასში! მთვარის პირველ დღეს ვფიქრობთ და ვგეგმავთ, ხოლო მეორე და მესამე დღეს - ვმოქმედებთ. გადაამოწმეთ მთვარის კალენდარი თქვენი ქალაქის დროით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
⭕ ევროპის კოსმოსური სააგენტო 2040 წლისთვის მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენებას გეგმავს
⭕ დღეს, 14 აპრილს, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ს უმასპინძლებს
წყარო: www.facebook.com