Digest Logo

„მოერიდეთ კამათს და ინტრიგებს“ - კვირის პროგნოზი, რა ცვლილებები ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს

1768910094
ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 19–25 იანვრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რა ცვლილებები ელოდება ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს.

ვერძი ♈

დაძაბული პერიოდია. მოგებას ვერ მოგიტანთ ჯგუფური საქმეები. კარგი იქნება, თუ მეტად დაისვენეთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება კი, შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძველს დაასრულებთ.

კურო ♉

ყურადღებას მიიპყრობს მატერიალური პრობლემები. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტად დიპლომატიური იყავით. პატივისცემა, გააძლიერებს სასიყვარულო კავშირს.

ტყუპები ♊

კარგი დროა ფინანსურ პრობლემებში ჩასაღრმავებლად. სასიყვარულო ურთიერთობა, შესაძლოა სხვების განხილვის საკითხად იქცეს. ყურადღება გმართებთ როგორც გზებზე, ასევე ჯანმრთელობის მიმართაც.

კირჩხიბი ♋

არ დაკარგოთ, მიზნისკენ სწრაფვის სურვილი. სასიყვარულო ურთიერთობებში, ცვლილებები მოსალოდნელი არაა. შესაძლოა აღმოაჩინოთ შემოსავლის მიღების ახალი საშუალებები, თუმცა საქმის დაწყება სხვა დროისთვის გადადეთ.

ლომი ♌

ახალს ნურაფერს წამოიწყებთ და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სასიყვარულო ურთიერთობაში, მოიკლებს რომანტიკა. ნუ იქნებით აგრესიული და მეტად დაეყრდენით ინტუიციას.

ქალწული ♍

ენერგიის დაქვეითება თქვენზე ცუდად აისახება. სასიყვარულო ურთიერთობაში, აგრესიული და ემოციური ნუ იქნებით. ამ პერიოდში, სერიოზული გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ.

სასწორი ♎

საქმეებში ნუ აჩქარდებით. მოერიდეთ კონფლიქტებს. არახელსაყრელი დროა ახალი საქმეების წამოსაწყებად და დიდი შენაძენების გასაკეთებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ამ პერიოდში ბევრ სიხარულს მოგიტანთ.

მორიელი ♏

მოერიდეთ შორეულ მოგზაურობებსა და ფრთხილად იყავით გზებზე მოძრაობისას. ცვლილებებია მოსალოდნელი საყვარელ ადამიანთან მიმართებაშიც, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება ნაადრევია.

მშვილდოსანი ♐

საქმეებში სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, დაგეხმარებათ ინტუიცია. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. რთული გახდება, საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება. ამიტომ, ხშირად დაისვენეთ.

თხის რქა ♑

ყურადღებას მოითხოვს ჯანმრთელობის საკითხები. არახელსაყრელი დროა, ახალი საქმის დასაწყებად. საყვარელ ადამიანთან, ნუ შექმნით დამატებით პრობლემებს. გადაადგილებები მინიმუმამდე შეამცირეთ.

მერწყული ♒

ყურადღებით იყავით, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. გაგიჭირდებათ მოლაპარაკებები. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრები კი, სულიერ სიმშვიდეს შეგმატებთ.

თევზები ♓

მოერიდეთ კამათს და ინტრიგებს. ახალი ინფორმაცია, დადებითად წაადგება თქვენს კარიერას. საქმეების სიმრავლის გამო, დრო არ დაგრჩებათ საყვარელი ადამიანთან ურთიერთობისათვის, რაც უკმაყოფილებას გამოიწევს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნათლისღების შემდეგ დღე მართლაც მაგიური, რბილი, მაგრამ ძალიან ძლიერი გამოდის“ - თაკო მელიქიშვილი 20 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

⭕„იმოქმედეთ სწრაფად, ფიქრისთვის დრო ცოტაა“ - 20 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი

🎥 დღის რა მონაკვეთში და რამდენი ხნით უნდა გავიყვანოთ ბავშვი თოვლში - პედიატრის რჩევები!

წყარო: tbiliselebi.ge