მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:43-დან 15:20 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 11 აგვისტომდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, სენსიტიურობასა და ემოციურობას, მეორეს მხრივ, წყენას და ეჭვიანობას გააძლიერებს პარტნიორულ ურთიერთობაში.
მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია თვალის აღების და აურის დაბინძურების ალბათობა.
თავი შეიკავეთ იმ დაპირებების გაცემისგან, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.
არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება.
ჯანმრთელობა – დაასვენეთ თვალები, მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. არ ღირს ექოსკოპიისა და რენტგენის გაკეთება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, ძოწი, ლალი, გიშერი, მარჯანი და ამეთისტვო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება“ - მიხეილ ცაგარელი