Digest Logo

🎥 „მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ჯანმრთელობის მიმართულებით - მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი

1763109665
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო იმყოფებოდა“, სადაც ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ჯანმრთელობის მიმართულებით ისაუბრა:

„ყველა ორგანოს შეესაბამება პლანეტა და მისი მმართველი ნიშანი. თავს მართავს ვერძის ზოდიაქო. ყელს კურო.  სასუნთქი სისტემა ტყუპები. კუჭ-ნაწლავის ზონას კირჩხიბი. გულსისხლძარღვოვანი სისტემას ლომი. ნაწლავთა სისტემას და ელენთას ქალწული. ენდოკრინული სისტემა და თირკმელებს - მართავს სასწორი. შარდ-სასქესო სისტემას მორიელი. მშვილდოსანი - ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს. თხის რქა - ხერხემალსა და სახსრებს. მერწყული, ნერვულ სისტემას. ლიმფური სისტემა და თვალები - თევზები.

მთვარე ორ დღეში ერთხელ იცვლის ზოდიაქოს ნიშანს. შესაბამისად კარგი იქნება ადამიანებმა ამ ფაქტორს მიაქციონ ყურადღება, რადგან კონკრეტულ პერიოდში, რაიმე განსაკუთრებული ჩარევის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი. პირადი ჰოროსკოპი ბევრად მნიშვნელოვანია და იგებ დაბადებიდანვე ბავშვს რომელი ზონა როგორი აქვს“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ნოემბერში, ვის რისკენ აქვს მიდრეკილება და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს კონკრეტულმა ნიშნებმა?

♈ ვერძი

საყურადრებო ზონა მაინც თავია ვერძისთვის. ხშირად აქვს თავის ტკივილები და შაკიკი. ამ შემთხვევაში ნოემბერში შეიძლება დაემატოს შარდ-სასქესო სისტემის პრობლემები. ალბათობაა ცისტიტის. ასევე შესაძლებელია, ვენერიული დაავადების წინაშე აღმოჩნდეს.

♉ კურო

თქვენთვის საყურადღებოა ენდოკრინული სისტემა. ასევე ფარისებრი ჯირკვალი არის სუსტი ზონა. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რადგან უცაბედი ოფლიანობა და ტკივილები იცის. ყურადღება მიაქციეთ ყელის ზონასაც. ამოიღეთ ცივი და გაზიანი სასმელები. მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს.

♊ ტყუპები

თქვენი სუსტი ზონა არის კუჭქვეშა ჯირკვალი. ყურადღება მიაქციეთ ნაწლავებს. დროული კვება და სწორი კვება არის რეკომენდებული. ტყუპები ხშირად ვერ გრძნობს რას აკეთებს. ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას. შესაძლოა, იყოს მოწამვლის ალბათობა.

♋ კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას. არავითარი სოლარიუმი, აბანო, საუნა. სადაც ძალიან იძაბება გულის მუშაობა. არ არის რეკომენდებული განცდები ურთიერთობებში. პირდაპირ დაარტყამს გულს.

♌ ლომი

კუჭის ზონა და მკერდის სისტემა. დროულად მიდით ექიმთან. არ არის რეკომენდებული ნერვიულობის დროს ჭამა. ჩათვალეთ ამ დროს შხამი გაქვთ მიღებული. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტს, რამდენად ნატურალურია.

♍ ქალწული

მთავარი პრობლემა არის სასუნთქი სისტემა. ფილტვებისა და ბრონქების ზონა. მიაქციეთ ყურადღება ქარს და სიგრილეს, რადგან არ მოხდეს სხეულის გაციება. ნუ იქნებით უჰაერო სივრცეში. კარგი იქნება სუნთქვითი პრაქტიკების ჩატარება.

♎ სასწორი

ენდოკრინული სისტემა არის საყურადღებო. სწორი ნაწლავი, რომელიც დაგისუსტდება. არ შეიძლება გარუჯვა და დიდხანს მზეზე ყოფნა. სუსტი გაქვთ კანი. მოსალოდნელია შეშუპება. ყურადღება მიაქციეთ საკვებს.

♏ მორიელი

თავის ტკივილებია მოსალოდნელი. შეიძლება სისხლძარღვები შეგივიწროვდეთ. თავს გაუფრთხილდით, არ გაგიცივდეთ. მოერიდეთ ორპირს და სიგრილეს.

♐ მშვილდოსანი

სუსტია ლიმფური სისტემა. ასევე ნერვული სისტემა. ყველაფერი გაღიზიანებთ. გაქვთ ემოციური შინაგანი მოუსვენრობა. შესაძლოა, დაერთოს ცუდი ძილი. ტერფების ზონას მიაქციეთ ყურადღება. აუცილებლად ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი.

♑ თხის რქა

პრობლემები უკავშირდება მხედველობას, ნერვულ სისტემასა და ნერვებს. დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით. ჯობია იაროთ. დგომას ჯობია იაროთ. აქ შეიძლება ვენების ვარიკოზული შეშუპება მოხდეს.

♒ მერწყული

ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი და მუხლები - ამათ მიაქციეთ ყურადღება. არავითარი მკვეთრი მოძრაობები არ არის რეკომენდებული. მაღალი ალბათობაა გაციების. სახსრებს მიაქციეთ ყურადღება.

♓ თევზები

თქვენი სუსტი ზონაა ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. კვების კულტურას მიაქციეთ ყურადღება. არ შეიძლება ხორცის და კარტოფილის ერთად მიღება, რადგან გადაუმუშავებელი მასა რჩება ორგანიზმში. არ შეიძლება გუდის ყველის მიღება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „გილოცავ დაბადების დღეს ჩემი ცხოვრების სიყვარულო“ – გიორგი მამარდაშვილის მეუღლე იუბილარია

🎥 დავით გაგუა: „ნაადრევი მშობიარობის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე დღით გადავადება ნაყოფის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს“

⭕14 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით