Digest Logo

🎥 „პერსონალური ახალი წელი საკუთარი დაბადების დღეა“ - ქვეყნის მთავარი ასტროლოგი იუბილარია

1777272600
მიხეილ ცაგარელი

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი, იუბილარია. დღეს, 27 აპრილს, იგი გადაცემა „იმედის დილის“ სტუმარი იყო, სადაც ტელეწამყვანებმა მას დაბადების დღე პირდაპირ ეთერში მიულოცეს.

ასტროლოგმა მადლიერება გამოხატა და მაყურებელს განუმარტა, თუ რატომ აქვს ამ დღეს განსაკუთრებული, საკრალური მნიშვნელობა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

მისი თქმით, დაბადების დღე მხოლოდ კალენდარული თარიღი არ არის. ეს არის წერტილი, საიდანაც ახალი ეტაპი იწყება.

რატომ უნდა გაატაროთ დაბადების დღე პოზიტიურად?

მიხეილ ცაგარელი განმარტავს, რომ დაბადების დღე არის ე.წ. პერსონალური ახალი წელი, რომელიც მომდევნო 12 თვის ენერგეტიკულ მატრიცას განსაზღვრავს:

„პერსონალური ახალი წელი, პირველ რიგში, არის საკუთარი დაბადების დღე. ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი დადებით განწყობაზე. იწყება ერთწლიანი განვითარების ეტაპი. როგორც გაატარებ ამ დღეს, ისე წავა მთელი წელიწადი“, - გვირჩევს მიხეილ ცაგარელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია

⭕ 100 მილიონი წლის წინანდელ ხოჭოს სახელი „კეი“ პოპჯგუფის პატივსაცემად დაარქვეს

🎥 პირველი მაისის სავსემთვარეობა: რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს და რას უნდა მოვერიდოთ - ქეთი ოდიშელის რჩევები