
ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში 29 მარტის ასტროპროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:
„მთვარე ვერძში, ხვალ 29 მარტია, საკმაოდ ენერგეტიკულად დატვირთული დღე:
12:50 მზის დაბნელების ფაზის დასაწყისი, 14:48 მზის ნაწილობრივი დაბნელების პიკი; 16:43 მზის დაბნელების ფაზის დასასრული
14:57 1-ელი მთვარის დღე
15:5-დან ☽ ⚹♃
16:18 რეტრო მერკური ბრუნდება თევზებში.
ჰოდა, დღის ასტროლოგიური მიმოხილვა და რეკომენდაციები ასეთია:
მთვარე ვერძში ზრდის ენერგიას და იწვევს ინიციატივას, მაგრამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს იმპულსურობა. მზის დაბნელების გამო სჯობს დაპაუზება ახალი წამოწყებების. გადახედეთ წარსულ იდეებს, დახვეწეთ სტრატეგიები.
მოერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს; მოსალოდნელია არასწორი კომუნიკაცია.
ოპტიმიზმი და სითამამე დააბალანსეთ სიფრთხილით. ფოკუსირება დაგეგმვაზე და არა მოქმედებაზე. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს, კონტრაქტებზე ხელმოწერას; სჯობს არსებული პროექტების განხილვა.
დაბნელების ენერგიამ შეიძლება წარმოშვას უეცარი შესაძლებლობები ახალ სამუშაოზე გადასასვლელად, მაგრამ მერკური რეტროგრადულია და ჯერ არ იჩქაროთ. ყველაფერი საფუძვლიანად გამოიკვლიეთ.
ოჯახი და სახლი
ვერძის ენერგია ფიზიკურ საქმეებში გახარჯეთ. მოერიდეთ კონფლიქტებს - მთვარე ვერძში იწვევს მოუთმენლობას.
შოპინგი - შეიძინეთ: სამუშაო იარაღები, მეტალის(რკინის) ნივთები.
მოერიდეთ: ელექტრო- ტექნიკის შეძენას ან ორჯერ გადაამოწმეთ დაბრუნების პირობები.
ჯანმრთელობა და ოპერაციები
დასუსტებული ორგანოები: თავი (ვერძი), ფეხები/ლიმფური სისტემა (თევზები). თავის ტკივილის რისკი, დაღლილობა.
მოერიდეთ ოპერაციებს თავზე/ფეხებზე, თუ გადაუდებელი არ არის.
დიეტა - მსუბუქი კვება, თევზი, მცენარეული ნაყენები, მწვანილეულობა. მოერიდეთ ცხიმებს, ალკოჰოლს, ჭარბ მარილს.
მინერალები - ამეთვისტო,მთვარის ქვა , აკვამარინი (მშვიდი).,
მოერიდეთ წითელ ქვებს“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს აზრი არ ჰქონდა არაფერს...“ - რას ჰყვება ანი კეკუა