Digest Logo

„მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს, შესაძლოა, ფული „გაუჩინარდეს“ გაუგებარ ხარჯებში“ - 23 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

1769152970
ტაროლოგიატაროლოგია

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი  Abagael Bagi სოციალურ ქსელში 23 იანვრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.

მისი თქმით, პარასკევი დღე მისტიკური „მთვარის“ გავლენის ქვეშაა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს:

„23 იანვარი: „მთვარე“ (XVIII) - ინტუიცია და ილუზიები

ზოგადი დღის ფონი: პარასკევი დღე მისტიკური „მთვარის“ გავლენის ქვეშაა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. შესაძლოა, ამოტივტივდეს ფარული შიშები, ეჭვები ან პირიქით - გამძაფრდეს ინტუიცია. ნუ ენდობით თვალებს, ენდეთ გულს.

მნიშვნელოვანი საკითხები: ფრთხილად იყავით მოტყუებასთან. ნუ მოაწერთ ხელს საბუთებს, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული. კარგი დღეა ფსიქოლოგიისთვის, ეზოტერიკისა და შემოქმედებისთვის.

ურთიერთობები: შესაძლებელია ეჭვიანობა, გაურკვევლობა ან ფარული კავშირები. ნუ აჰყვებით ილუზიებს. თუ რამე გაეჭვებთ, პირდაპირ არ იკითხოთ, დააკვირდით.

ფინანსები: არასტაბილური დღეა. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს. შესაძლოა, ფული „გაუჩინარდეს“ გაუგებარ ხარჯებში.

ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ძილსა და სითხის ბალანსს ორგანიზმში. სიზმრები დღეს წინასწარმეტყველურია“, - წერს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის თებერვალში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც 23 იანვარს სამყაროსგან მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებს

„სანამ საკუთარ თავში არ იპოვი საყრდენს, ნებისმიერი ახალი კავშირი მხოლოდ დროებითი სალბუნი იქნება დაუმუშავებელ ჭრილობაზე“ - რას წერს მაია მომცელიძე