ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი კავშირს იყენებს გაქცევისთვის, ეს აღარ არის სიამოვნების თავისუფალი ძიება. ეს უფრო ჰგავს ანესთეზიას, რომლითაც ცდილობ დროებით დაადუმო ხმა, რომელიც გეუბნება, რომ საკუთარ თავს დაშორდი:
„ლტოლვა თუ განგაში: როგორ ვღალატობთ სხეულის სიგნალებს!
თანამედროვე სამყაროში სექსუალური ინტიმურობა ხშირად დაყვანილია მექანიკურ ქმედებამდე. ახალი პარტნიორი ბევრისთვის ხდება ძველი ჭრილობების „მკურნალობის“ ილუზია, მაგრამ როცა კავშირს საფუძვლად არ უდევს თვითკმარობა და შინაგანი სიმშვიდე, ფიზიკური სიახლოვე ვერ ქმნის უსაფრთხოებას. პირიქით, ის აძლიერებს შინაგან კონფლიქტს და თვითგაუცხოებას.
როდესაც ადამიანი კავშირს იყენებს გაქცევისთვის, ეს აღარ არის სიამოვნების თავისუფალი ძიება. ეს უფრო ჰგავს ანესთეზიას, რომლითაც ცდილობ დროებით დაადუმო ხმა, რომელიც გეუბნება, რომ საკუთარ თავს დაშორდი. ასეთ დროს სხეული ჩართულია პროცესში, მაგრამ სული არ მონაწილეობს და სწორედ აქ იწყება დაშლა.
ურთიერთობის დასრულების შემდეგ ადამიანი ვერ უძლებს იმ სიცარიელეს, რომელიც შიგნით ჩნდება. როგორც კი კავშირი წყდება, ჩნდება დაუცველობა, მარტოობის შიში და განცდა რომ რაღაც აკლია. ამ მდგომარეობაში ბევრი ადამიანი სწრაფად ეძებს ახალ პარტნიორს. არა იმიტომ რომ მზად არის ახალი სიახლოვისთვის, არამედ იმიტომ რომ მარტო დარჩენა ძალიან მტკივნეულია. ახალი ადამიანის სხეული დროებით ახშობს ამ ტკივილს. ამიტომ ერთი ურთიერთობა შეუმჩნევლად იცვლება მეორით, ხოლო შინაგანი სიცარიელე უცვლელი რჩება.
სექსუალური ცენტრი მხოლოდ ფიზიკური ინსტინქტი არ არის. ის შემოქმედებითი და სიცოცხლისმიერი ენერგიის წყაროა. როდესაც კავშირი ხდება გაუცნობიერებლად და ემოციური სიღრმის გარეშე, ადამიანი არა მხოლოდ სხეულებრივად, არამედ ფსიქოენერგეტიკულადაც ერთვება სხვის ველში. ამ პროცესში ხშირად შემოდის ის, რაც თავად პარტნიორსაც დაუმუშავებელი აქვს – შიშები, დაძაბულობა, ტრავმული „პატერნები“. ამის პარალელურად საკუთარი ენერგია იფანტება იქ, სადაც რეალური თანხვედრა არ არსებობს, და ეს დროთა განმავლობაში იწვევს ემოციურ გამოფიტვასა და ქრონიკულ დაღლილობას.
ფიზიოლოგიურ დონეზეც იქმნება წინააღმდეგობა. სექსის დროს ტვინი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც კავშირს აძლიერებს და მიჯაჭვულობას ქმნის. როდესაც ეს ხდება ადამიანთან, ვისთანაც შინაგანი თანხვედრა არ არსებობს, სხეული რეალურად გადადის დაძაბულობის რეჟიმში. ეს ინტენსიური შეგრძნებები ხშირად შეცდომით აღიქმება ლტოლვად, მაშინ როცა სინამდვილეში ეს არის ნერვული სისტემის განგაშის სიგნალი. სხეული ცდილობს გაგაფრთხილოს, მაგრამ ჩვენ ამ სიგნალს ვნებად ვთარგმნით და საკუთარ ინსტინქტებს ვუღალატებთ.
ამ შიდა დისონანსის შედეგია ის აუხსნელი სევდა და სიცარიელე, რომელიც ბევრს ეუფლება სიახლოვის შემდეგ. ეს არ არის სისუსტე და არც შემთხვევითი ემოცია. ეს არის სიგნალი იმისა, რომ სხეული და სული ერთხმად გეუბნებიან – ეს კავშირი შენს მთლიანობას არ ემსახურება.
მე არ მოგიწოდეს ასკეტიზმისკენ მე გესაუბრები სექსუალურ ჰიგიენაზე. სანამ საკუთარ თავში არ იპოვი საყრდენს, ნებისმიერი ახალი კავშირი მხოლოდ დროებითი სალბუნი იქნება დაუმუშავებელ ჭრილობაზე. თვითსიყვარული ნიშნავს საკუთარი საზღვრების აღდგენას და იმის შეწყვეტას, რომ სხვას იყენებ შევსების ფუნქციით. როდესაც შინაგან სიუხვეს ქმნი, პარტნიორს აღარ ეძებ სიცარიელის დასაფარად, არამედ ურთიერთობის გასაზიარებლად.
სხეული არ არის გამოყენების ობიექტი. ის ტაძარია და მასში შესვლის უფლება მხოლოდ მას უნდა ჰქონდეს, ვინც პატივს სცემს შენს შინაგან სამყაროს და არა მხოლოდ ფიზიკურ გარსს. როდესაც ენერგიას საკუთარ თავში აკუმულირებ და არ ფანტავ შემთხვევით კავშირებში, ის იწყებს შენს გაჯანსაღებას და კვებავს შენს შემოქმედებას, საქმეს და შინაგან სიმშვიდეს.
მარტო დარჩენა ყოველთვის არ ნიშნავს იზოლაციას. ხანდახან ეს არის აუცილებლად გასავლელი ეტაპი საკუთარი ძალის დასაბრუნებლად. ნუ ეძებ სხვას შენს შესავსებად. მოუსმინე სხეულის სიგნალებს და ნუ აურევ განგაშს ლტოლვაში. ნამდვილი თვითსიყვარული საკუთარი თავის დაცვაა.
და ბოლოს, ნუ გამოიყენებ სხვა ადამიანს საკუთარი ტკივილის დასამალად. განკურნება იწყება სიჩუმეში, საკუთარ თავთან გულწრფელ დიალოგში და იმის აღიარებაში, რომ შენი ენერგია ღირებულია. შენ იმსახურებ ისეთ სიყვარულს, რომელიც შენს შიდა სინათლეს არ აქრობს, არამედ აძლიერებს“, - წერს მაია მომცელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო ნახშირწყლებია...“ - არუნ ხათრი მოხარშული გოგრის დადებით თვისებებზე