ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი 31 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„31 იანვარი სიყვარულის, სილამაზისა და წარმატების დღე
დღეს საერთო დღე გადის ციფრი 6-ის ენერგიაში.
სიყვარული და ბედნიერება მაქსიმალურ რეჟიმში მუშაობს
რა არის სასურველი დღეს:
გიყვარდეს, ქმნიდე, გრძნობდე
იმუშაო და გადაწყვეტილებები მიიღო სიყვარულითა და სიამოვნებით
მოაწერო ხელი ხელშეკრულებებს, განახორციელო დიდი შესყიდვები, შექმნა ოჯახი
დაიწყო მასშტაბური პროექტები, შეავსო სივრცე სილამაზითა და სიუხვით
მოაწყო რომანტიკული შეხვედრები, იშემოქმედო, იზრუნო საკუთარ თავზე
ეწვიო სპა-ს, სილამაზის სალონს, დახვეწილ რესტორანს
რას სჯობს მოერიდო:
სიზარმაცეს და გადაჭარბებულ კომფორტს
შურისძიების სურვილს — ემოციები აკონტროლე
კამათსა და კონფლიქტებში ჩართვას
ზედმეტობებს — დაიცავი ზომიერება, რათა ქრონიკული პრობლემები არ გამწვავდეს
დღეს შაბათია, და ის განსაკუთრებით იღბლიანია
დაბადებულთათვის 8, 17 და 26 რიცხვში
(თქვენი ფერები: ლურჯი და ცისფერი)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: